არტეზიანულ-ნორმანდიული ბასეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არტეზიანულ-ნორმანდიული ბასეტი
წარმოშობის ქვეყანა საფრანგეთი
თვისებები
წონა მამრი 18-20 კგ.
მდედრი 15-18 კგ.
სიმაღლე მამრი 30-36 სმ.
მდედრი 25-30 სმ.
ბეწვი წითური-თეთრით
სამფერი (შავი, წითური, თეთრი)
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-15 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

არტეზიანულ-ნორმანდიული ბასეტი (ფრანგ. Basset artésien normand) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში XVI საუკუნეში.

ეს არც ისე მაღალი, მაგრამ სწორფეხა ძაღლი უფრო ფეხმარდი და პოპულარული ბასეტ-ჰაუნდის წინაპარია. მისი სამშობლოა არტუა და ნორმანდია. XX საუკუნეში ევროპაში მიმდინარე ომებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ბასეტების რაოდენობა. თუმცა ლეპარუ დე კომბრეს წყალობით ეს ჯიში განადგურებას გადაურჩა. ბასეტი — ჩვეულებრივი ძაღლია, ოღონდ შეცვლილი პროპორციებით: მას შენარჩუნებული აქვს წინაპრებისათვის დამახასიათებელი სხეულის სიგრძე, თუმცა უფრო მსხვილი თავი, კიდურების დამოკლებული ძვლები და უფრო მსხვილი სახსრები აქვს. მისი პატარა სიმაღლე მონადირეს საშუალებას აძლევს ფეხით მიჰყვეს მას. XX საუკუნის დასაწყისისთვის ამ ჯიშში გამოიკვეთა ორო განსხვავებული ხაზი — მონადირე ძაღლები სწორი ფეხებით და ფეხმრუდი, გრძელყურა საგამოფენო ძაღლი-კომპანიონები. დაახლოებით 1900 წელს ფრანგმა ლეონ ვერიემ შეიმუშავა თანამედროვე სტანდარტი, რომელშიც გააერთიანა ორივე ხაზის ნიშნები.

ეს ძაღლი მომხიბვლელი კომპანიონია, იგი თავს კარგად გრძნობს ქალაქშიც და სოფელშიც, მისი გაწვრთნა საკმაოდ ადვილია, კარგად ეწყობა ადამიანებს. მის ბეწვს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. მისი შეფერილობა შეიძლება იყოს წითური-თეთრით, და სამფერი(შავი,წითური,თეთრი). რბილი ნაზი ყურები გრძელია და ნაკეცებად ჰკიდია, გრძელი კუდი ბოლოსკენ ვიწროვდება, დიდ თვალებს სერიოზული გამოხედვა ახასიათებს. არტეზიანულ-ნორმანდიული ბასეტი კარგად იტანს ცივ კლიმატს, კარგად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს, ცუდი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: