არტაშეს ამირბეკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არტაშეს ამირბეკიანი (დ. 8 მაისი, 1905, ტფილისი — გ. 25 იანვარი, 1983) — სომეხი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხლო არტისტი (1958) და სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1962).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წელს თბილისში ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სომხეთში. 1929 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის თეატრის სომხურ დასში. 1929–1932 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის მსახიობი, 1932–1935 წლებში ერევნის მ. გორკის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, 1936 წლიდან თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: კაკული, ისაია (გ. სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“), რუსტამი (შირვანზადეს „ნამუსი“), ოთარბეგი(ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ზაბელინი (ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“), ანდრო (ს. კლდიაშვილის „გმირთა თაობა“) იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“), ფრანც მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ოგსენი (ა. პარონიანის „ძია ბაღდასარი“) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]