არტაშატის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიგრან II დიდი

არტაშატის ბრძოლა — ბრძოლა რომის სახელმწიფოსა და დიდი არმენიის ჯარებს შორის ძვ. წ. 68 წელს. ამ ბრძოლის შედეგებს სხვადასხვა ისტორიკოსი სხვადასხვანაირად აფასებს. რომაელებმა ვერ აიღეს ქალაქი, რომელსაც ე.წ. "სომხეთის კართაგენი" უწოდეს. ბრძოლა გაიმართა მესამე მითრიდატული ომის მსვლელობის დროს და რომაელთა წარუმატებლად დამთავრდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გნეუს პომპეუს მაგნუსი

ძვ. წ. 68 წლის ზაფხულში რომაელი სარდალი ლუკულუსი დაიძრა ტიგრანის წინააღმდეგ. იგი მიადგა სომხეთის ძველ დედაქალაქ არტაშატს, სადაც "მეფეთმეფე" ტიგრანის ოჯახი იყო დაბინავებული. ტიგრანი ამ ბრძოლის მოლდინში იყო, რადგან მესამე მითრიდატული ომი წარუმატებლად დაიწყო. ამიტომ ქალაქის მისადგომები კარგად ჰქონდა გამაგრებული, იმდენად კარგად, რომ არტაშატს "სომხეთის კართაგენიც" კი უწოდეს. ტიგრან II-მ ბრძოლის ახალი ტაქტიკა აირჩია. ის გაურბოდა დიდ ბრძოლას, ამიტომ პატარ-პატარა სომხური შენაერთებით პარტიზანულ ბრძოლაში ანადგურებდა რომაელთა ლაშქარს. პარტიზანული ბრძოლა ძალას აცლიდა რომაულ ლეგიონებს, მაგრამ ვერ აჩერებდა მათ წინსვლას ქვეყნის ცენტრისაკენ.

არტაშატის დაკარგვის საფრთხემ აიძულა ტიგრანი გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა რომაელებისათვის მდინარე არაცანის სანაპიროზე ძვ. წ. 68 წლის სექტემბერში. ბრძოლა ტიგრანის მიერ განხორციელებული პროვოცირებით დაიწყო. კარგად ორგანიზებულმა და გაწვრთნილმა სომხურმა არმიამ მძიმე დარტყმა მიაყენა რომაელთა ჯარებს. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის გადმოცემით, რომაელებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. სომხებმა ისინი წარმატებით განდევნეს თავიანთი სახელმწიფოს სამხრეთ საზღვრების, კერძოდ, მესოპოტამიისაკენ.

წარმატებამ საშუალება მისცა მითრიდატეს და ტიგრანს თავიანთი სამეფოების აღდგენას შესდგომოდნენ. ძვ. წ. 67 წელს მითრიდატე VI ევპატორი კვლავ შეიჭრა პონტოს სამეფოში. ზიელესთან ბრძოლაში მან გაანადგურა რომაელები და დროებით აღადგინა თავისი ხელისუფლება პონტოში. ხოლო რომაელთა წარუმატებლობის გამო, სენატმა მხედართმთავარი ლუკულუსი გამოიწვია აღმოსავლეთიდან რომში და მის ნაცვლად აღმოსავლეთის სარდლად დანიშნა გნეუს პომპეუსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Eggenberger, David. An Encyclopedia of Battles: accounts of over 1,560 battles from 1479 B.C. to the present. — New York: Dover, 1985. — С. 30.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]