შინაარსზე გადასვლა

არტამონოვი (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
არტამონოვი
ლათ. Artamonov
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 1.23 კმ (2015)[1]
დიამეტრი 62.45 კმ[2]
მოცულობა 3343.93 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 2.73 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ნიკოლაი არტამონოვი
დამტკიცებულია IAU (1970)
მდებარეობა
25.44° ჩ. გ. 103.79° ა. გ. / 25.44° ჩ. გ. 103.79° ა. გ. / 25.44; 103.79
ციური სხეული მთვარე
არტამონოვი (მთვარის კრატერი) — მთვარე
არტამონოვი (მთვარის კრატერი)
არტამონოვი ვიკისაწყობში

კრატერი არტამონოვი (ლათ. Artamonov) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის უკანა მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა საბჭოთა საავიაციო-სარაკეტო სისტემების კონსტრუქტორის, ნიკოლაი არტამონოვის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1970 წელს).[2] კრატერის ფორმირება პრე-ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]

კრატერის უახლოესი მეზობლებია დასავლეთით ედისონის კრატერი; დასავლეთ-ჩრდილო-დასავლეთით ლომონოსოვის კრატერი; ჩრდილო-დასავლეთით მაქსველის კრატერი; ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთით რიჩარდსონის კრატერი; ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთით ესპინის კრატერი; აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით დეიჩის კრატერი; სამხრეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით მალის კრატერი; და სამხრეთ-დასავლეთით ძევულსკის კრატერი.[3] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 25°26′N 103°47′E / 25.44° ჩ. გ. 103.79° ა. გ. / 25.44; 103.79, დიამეტრი — 62.45 კმ,[2] სიღრმე — 2.73 კმ.[1]

კრატერის კიდეს აქვს რთული ფორმა, რომელიც შედგება სამი ან ოთხი დაკავშირებული კრატერის მსგავსი წარმონაქმნისგან. ამ წარმონაქმნებიდან ყველაზე დიდი მდებარეობს სამხრეთით, ხოლო უფრო პატარაები ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით არის გამოწეული. ბოლო წარმონაქმნიდან სამხრეთით გადაჭიმულია კლდე. კრატერის კიდე მიმდებარე რელიეფიდან 1.23 კმ-ით მაღლა ადის,[1] ხოლო კრატერის მოცულობა 3343.93 კმ³-ია.[1] კრატერის ფსკერი შედარებით ბრტყელია, სავსეა ბაზალტური ლავით და აქვს უფრო დაბალი ალბედო, ვიდრე მიმდებარე რელიეფს. კრატერის კიდეში ჩანს ჩრდილოეთით მდებარე ჯორდანო ბრუნოს კრატერიდან მომდინარე კაშკაშა სხივების მკრთალი კვალი.

არტამონოვის ჯაჭვი გადაჭიმულია კრატერის კიდეს ჩრდილო-დასავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტამონოვის კრატერს, სატელიტური კრატერები არ გააჩნია.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.