არტაბაზე II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

არტაბაზე IIაქემენიანთა იმპერიის არმიის სარდალი არტაქსერქსე II-ის დროს. იყო მცირე აზიის სატრაპი. არტაქსერქსე III-ის გამეფების შემდეგ ბერძენთა დახმარებით რამდენჯერმე აჯანყდა. მარცხის და ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ გაიქცა ფილიპე II მაკედონელთან. შემდეგ ისევ სპარსეთში დაბრუნდა და დარიოს III-ის ერთგული გახდა. დარიოსის დაღუპვის შემდეგ დამორჩილდა ალექსანდრე მაკედონელს, რომელმაც ის ბაქტრიის მმართველად დანიშნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]