არტაბაზე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

არტაბაზე Iაქემენიანთა იმპერიის არმიის სარდალი ქსერქსე I-ის დროს. იყო ბერძენ-სპარსელთა ომების მონაწილე. ძვ. წ. 480 წელს სალამინთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გაქცეული ქსერქსე აზიამდე მიაცილა, შემდეგ საბერძნეთში მიბრუნდა და აიღო ქალაქი ოლინთოსი, ხოლო ქალაქ პოტიდეის უშედეგო ალყის შემდეგ გადავიდა ბეოტიაში, სადაც ძვ. წ. 479 წელს მონაწილეობა მიიღო პლატეის ბრძოლაში. აქ სპარსელთა მარცხის შემდეგ უკან დაიხია და 40 ათას მეომართან ერთად თავი შეაფარა ბიზანტიონს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]