შინაარსზე გადასვლა

არსინოე IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსიონეს გადარჩენა, ავტ. ტინტორეტო, 1555-1556

არსინოე IV (ბერძ. Αρσινόη Α’) (დ. ძვ. წ. 68 ან ძვ. წ. 68 - გ. ძვ. წ. 41) — პტოლემე XII-ის ექვსი შვილიდან მეოთხე და მისი ყველაზე პატარა ქალიშვილი. ძვ. წ. 48-ძვ. წ. 47 წლებში მის ძმასთან პტოლემე XIII-სთან ერთად მართავდა პტოლემეური ეგვიპტეს. ძველი ეგვიპტის პტოლემეების დინასტიის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი. ის ასევე მიიჩნევა კლეოპატრა VII-ს ნახევარდად.[1][2][3][4] ალექსანდრიის ალყის დროს (ძვ. წ. 47) საკუთარი დის კლეოპატრასა და რომის ტრიუმვირი იულიუს კეისარის წინააღმდეგ ბრძოლის გამო, პტოლემე XII-ის ნილოსის ბრძოლაში (ძვ. წ. 47) დამარცხების შემდეგ ის რომში როგორც სამხედრო ტყვე ისე წაიყვანეს. შემდეგ ეფესოში ეფესოს ტაძარში გადაასახლეს, სადაც ძვ. წ. 41 წელს ტრიუმვირ მარკუს ანტონიუსმა მისი საყვარლის და არსიონეს ნახევარდის კლეოპატრას მოთხოვნით სიკვდილით დასაჯა.

პტოლემე XII-ს მესამე ან მეოთხე შვილი უცნობი დედისგან. (ერთი ვარაუდით კლეოპატრა VII-ს სავარაუდო დედა კლეოპატრა V მისი დაბადების შემდეგ გარდაიცვალა. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ პტოლემე XIII მას გაშორდა) პტოლემე XII-მ გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის ერთობლივ მმართველებად დატოვა უფროსი ვაჟი და გოგო შვილები, პტოლემეო და კლეოპატრა. პტოლემემ მალევე ათქმევინა კლეოპატრას გვირგვინზე უარი და ალექსანდრიიდან წასვლა აიძულა. ფარსალოსის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ იულიუს კეისარი ალექსანდრიაში შევიდა. კეისარმა პტოლემე XII-ს ანდერძის მიხედვით აღადგინა კლეოპატრას და პტოლემეის ერთობლივი მმართველობა. მან ასევე დაუბრუნა ეგვიპტეს რომის მიერ ძვ. წ. 58 წელს ანექსირებული კვიპროსი და ის სამართავად გადასცა არსიონეს და მის უმცროს ძმა პტოლემე XIV-ს.[5] მიუხედავად ამისა არსიონე დედაქალაქიდან გაიქცა, თავი ეგვიპტის დედოფლად არსინოე IV-დ გამოაცხადა და ეგვიპტის არმიას ჩაუდგა სათავეში.[6] არსინოეს ხელმძღვანელობით ეგვიპტელებმა რამდენიმე გამარჯვებას მიაღწიეს, თუმცა ალექსანდრიის ალყის დროს საბოლოოდ დამარცხდნენ.

არსინოე როგორც ომის ტყვე რომში ჩაიყვანეს. მნიშვნელოვანი ტყვეების ტრიუმფის შემდეგ მსხვერპლად შეწირვის ტრადიციის მიუხედავად კეისარი აიძულეს არსიონე ეფესოს ტაძარში გაეგზავნა. არსიონე რამდენი წელი ცხოვრობდა ტაძარში. მას მისი ნახევად და კლეოპატრა მუდმივ საფრთხედ განიხილავდა, რომელსაც შეეძლო კლეოპატრას ძალაუფლების შერყევა. ძვ. წ. 41 წელს, კლეოპატრას მოთხოვნით მარკუს ანტონიუსმა არსინოეს ტაძრის საფეხურებზე მოკვლის ბრძანება გასცა. მისი სიკვდილი ტაძრის სიწმინდის შეურაცყოფა იყო და რომში დიდი სკანდალი გამოიწვია.[7]

1990-იანებში ავსტრიელმა აკადემიკოსმა ჰილკე თურმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეფესოს ცნტრში მდებარე რვაკუთხა მონუმენტი შესაძლებელია არსინოეს საფლავი ყოფილიყო. სამარხზე წარწერები არაა შემორჩენილი და ძვ. წ. 50-20 წლებით თარიღდება. 1926 წელს ამ სამარხში აღმოჩენილი იყო 15-18 წლის ქალის თავმოკვეთილი ჩონჩხი.[8] საფლავის ფორმა მიმსგავსებული იყო ალექსანდრიის შუქურისთვის. იყო ასევე დნმ-ის ტესტის ჩატარების მცდელობა, რასაც ზუსტი შედეგები არ ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დროს თავის ქალა დაიკარგა. ჰილკემ დაკარგული თავის ქალის ძველი აღწერა და სურათები აღმოაჩინა.[9] ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მან კომპპიუტერული პროგრამის საშუალებით ქალის სახის რეკონსტრუქცია გააკეთა.[10] მიღებულ შედეგს ჰქონდა აფრიკული და ეგვიპტური სახის დამახასიათებელი ნაკვთები, რაც ამყარებდა ჰილკეს მოსაზრებას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Biography by Christopher Bennett: Arsinoe IV
  • Pockley.S: Video of a bust of Arsinoë IV being copied Nov 2012 Arsinoe IV
  1. Grant, Michael. Cleopatra, გვ. 35. 
  2. Kleiner, Diana E. E.. Cleopatra and Rome, გვ. 102. 
  3. Roberts, Peter. HSC Ancient History, გვ. 125. 
  4. Beard, Mary "The skeleton of Cleopatra's sister? Steady on." Times Literary Supplement, March 16, 2009
  5. Pharaohs of Ancient Egypt: Cleopatra VII en. ციტირების თარიღი: 2017-04-04
  6. "Total War Center - The Siege of Alexandria and the Battle of the Nile". http://www.twcenter.net/forums/showthread.php?480346-The-Siege-of-Alexandria-and-the-Battle-of-the-Nile-48-47-BCE
  7. BBC One documentary, Cleopatra: Portrait of a Killer
  8. Josef Keil (1929) Excavations In Ephesos
  9. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29. ციტირების თარიღი: 2010-04-15.
  10. rogueclassicist, David Meadows ~. (2009-03-15) Cleopatra, Arsinoe, and the Implications. ციტირების თარიღი: 2017-04-14