არსენ ცუხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არსენ ცუხიშვილი (დ. 7 ივლისი, 1966, ჩიხა, საჩხერის მუნიციპალიტეტი) – საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი; 2009 წლის ოქტომბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე.

სწავლობდა თბილისის უმაღლესი სამეთაურო საარტილერიო სასწავლებელში (1983-87). მსახურობდა საბჭოთა კავშირის არმიაში (1987-92). 1993 წლის თებერვლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია სხვადასხვა თანამდებობებზე. 2005 წლიდან საარტილერიო ბრიგადის ოფიცერი, 2008-09 წწ. მეორე საარტილერიო ბრიგადის მეთაური, 2009 წ. პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური. 2009 წლის ოქტომბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]