არსენ ოქროჯანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსენ ოქროჯანაშვილი
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1930(1930-10-25)
დაბ. ადგილი თოფახი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 4 ოქტომბერი, 1965(1965-10-04) (34 წლის)
გარდ. ადგილი ტობის მღვიმეები, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი და სპელეოლოგი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

არსენ ანდრიას ძე ოქროჯანაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1930, სოფელი თოფახი, კახის რაიონი, აზერბაიჯანი — გ. 4 ოქტომბერი, 1965, წულუკუძის რაიონი, ამჟამად ხონის მუნიციპალიტეტი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი.

1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. დაიღუპა ტობის II მღვიმის გამოკვლევის დროს, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა არსენ ოქროჯანაშვილის სახელი.

ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შექმნისასთვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად 1977 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.

კახში არის არსენ ოქროჯანაშვილის ქუჩა, რომელიც მდებარეობს ჰეიდარ ალიევის პარკის ქვემოთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]