შინაარსზე გადასვლა

არსენ IV ბულმაისიმისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არსენ კათალიკოსი)
არსენ კათალიკოსის ხელრთვა.

არსენი (ბულმაისიმისძე) — საქართველოს კათალიკოსი XIII საუკუნის I ნახევარში. ჯალალედინისა და მონღოლების შემოსევის დროს ვარდან და აბუსერ აბუსერიძეებთან ერთად იღვწოდა საქართველოს სიმტკიცისა და დამოუკიდებლობისათვის.

ქართული საისტორიო მასალებით არსენ კათალიკოსი ცხოვრობდა XIII საუკუნეში. მას ანტონ კათალიკოსი იხსენიებს თავის „წყობილ-სიტყვაობაში“ და განმარტავს: რომ არსენ „კათალიკოსი იყო ფილოსოფოსი, მჭერმეტყველი, სამღვთო პიიტიკოსი, ლამაზი მუსიკი, მშვენიერი მეშაირე და სხვანიო“. მის შესახებ პლატონ იოსელიანი წერს: „ესე სცხოვრობდა, ვითარცა ჰგონებენ, მეცამეტე საუკუნესა, თუმცა კათალიკოზთ სიაში არ არის მოხსენიებული“. არსენ კათალიკოსის მოღვაწეობის წლები იოსელიანს საეჭვოდ მიაჩნდა და ამიტომ მეცამეტე საუკუნის კათალიკოზთა სიაში არ შეუყვანია არსენის სახელი. დიმიტრი ბაქრაძეს კი ეჭვი არ აქვს, რომ არსენ ბულმაისძე მეცამეტე საუკუნეში ცხოვრობდა.

  1. „ძეგლის წერა“, სარწმუნოებისა, რომელიც აღუწერიათ კონსტანტინოპოლის კრებაზე. წმინდა ხატთა თაყვანისაცემად.
  2. „ბრწყინვალე კვირა“, ერთ წიგნად.
  3. „კრება“, მასში მოყვანილია თუ სად ვინ მეფობს, ასევე სად რომელი კათალიკოზი და პატრიარქი მართავს თავის სამწყსოს და სხვა.
  4. „იამბიკო ღვთისმშობელზე“, დაბეჭდილია ევსტათი მცხეთელის საგალობელში.
  5. პროლოგი იამბიკოდ, ოთხთთვეული, წმინდათა პატივისათვის: თებერვალი, მარტი, აპრილი და მაისის.

არსენ ბულმაისიმისძე მეტწილად ჰიმნოგრაფიულ თხზულებებს ქმნიდა ქართული და მსოფლიო ეკლესიის წმინდანთა და დღესასწაულთა სადიდებლად. მისი საგალობელი, რომელიც ეძღვნება ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ჩამოტანას, გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და მიზნად ისახავს მტერთაგან შევიწროებული ქართველების გამხნევებას.

  • მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 585.
  • „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდამ მეთექვსმეტე საუკუნემდე“, თბ., 1855