არსენი (XII საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არსენი (XII ს.))

არსენი — XII საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მისი გადაწერილია ოთხთავი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 1707), რომელიც ნაწერია მუქი ყავისფერი მელნით, მშვენიერი ნუსხირით, ორ სვეტად. სვეტების კამარები და თავსამკაულები, ადამიანის სტილიზებული ფიგურებისა და მცენარეული მოტივებისაგან შედგენილი ფერადი საზედაო ასოები, დეკორატიულობის მაღალ განვითარებაზე მიუთითებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 585, თბ., 1975