არსენ პავლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არსენი პავლოვი (მოტოროლა))
არსენი პავლოვი
რუს. Арсений Сергеевич Павлов
მეტსახელი მოტოროლა
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1983
დაბადების ადგილი უხტა, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი, 2016
გარდაცვალების ადგილი დონეცკი
კუთვნილება რუსეთის დროშა რუსეთი
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დონეცკის სახალხო რესპუბლიკა
ჯარის სახეობა Donbas People's Militia და DPR People's Militia
სამხედრო სამსახურის წლები რუსეთის დროშა რუსეთი (უცნობია)
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დონეცკის სახალხო რესპუბლიკა (20142016)
წოდება პოლკოვნიკი და seaman
მეთაურობდა 80th Separate Recconaissance Batallion
ბრძოლები/ომები

ჩეჩნეთის მეორე ომი
შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში

ჯილდოები Hero of the Donetsk People's Republic, Medal "For the Return of Crimea", მედალი „ყირიმის დაცვისათვის“, Order of Courage და Awards of Donetsk People's Republic

არსენ პავლოვი, ასევე ცნობილია როგორც მოტოროლა (რუს. Арсений Сергеевич Павлов; დ. 2 თებერვალი, 1983, უხტა, სსრკ — გ. 16 ოქტომბერი, 2016, დონეცკი[1]) — უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილე, რომელიც იბრძოდა არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარეზე. ცნობილია გახდა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა სლავიანსკის ბრძოლის პირდაპირ ტრანსლიაციაში.[2] იყო პირველი, ვინც პირველად ოფიციალურად დაქორწინდა დსრ-ში.

2015 წლის აპრილში, გაზეთმა „Kyiv Post“-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც პავლოვი განიხილავდა 15 უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობას.[3] ის და მისი ბატალიონი ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადანაშაულა ტყვეების დახვრეტაში და წამებაში.[4][5]

2016 წლის 16 ოქტომბერს, „მოტოროლა“ საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს.[6] სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქება დისტანციურად განხორციელდა უკრაინელთა მხარის მიერ.[7]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]