არსენალი (ცარსკოე-სელო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსენალი
Арсенал
კოორდინატები 59°43′18″N 30°22′39″E / 59.7218° ჩ. გ. 30.3774° ა. გ. / 59.7218; 30.3774
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი
არქიტექტორი ადამ მენელასი, ალექსანდრე ტონი
სტილი რუსული ფსევდოგოთიკა
დაწყების თარიღი 1819
დასრულების თარიღი 1834
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810445041

არსენალი (რუს. Арсенал) — პარკის პავილიონი პუშკინში, სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1819-1834 წლებში არქიტექტორების ადამ მენელასისა და ალექსანდრე ტონის პროექტით. ერთ-ერთი პირველი რურული მუზეუმი. მდებარეობს ცარსკოე-სელოს ალექსანდრეს პარკში.

თავად სახელი — არსენალი — საუბრობს მის დანიშნულებაზე: პავილიონი გამოიყენებოდა ნიკოლოზ I-ის შუასაუკუნეების ევროპული და აღმოსავლური იარაღების შესანახად, რომლის შეგროვებაც იმპერატორმა ჯერ კიდევ ტახტზე ასვალამდე დაიწყო.

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის დასასრულს ალექსანდრეს სასახლის აშენების შემდეგ მის გარშემო ტერიტორიის შეცვლაც დაიგეგმა: დააგეგმარეს ალექსანდრეს პარკი, ბასტიონების ადგილზე ააშენეს თეთრი კოშკი და შაპელი. არქიტექტურული შედევრი მონბიჟუ მოძველებული იყო და მოხდა მისი სრული რესტავრაცია. პროექტის ავტორი იყო ადამ მენელასი, მან ჩაიფიქრა ახალი საპარკო სისტემა ინგლისურ გოთური ციხესიმაგრის სტილში.

1831 წელს მენელესი გარდაიცვალა და მშენებლობა ბოლომდე ვერ მიიყვანა. 1832 წლიდან პროექტი გადავიდა ალექსანდრე ტონის ხელში, რომელმაც იგი დაასრულა 1834 წელს.

იარაღის კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1827 წლამდე ნიკოლოზ I-ის იარაღის კოლექცია ინახებოდა ანიჩკოვის სასახლეში, სანქტ-პეტერბურგში, შემდეგ იგი გადაიტანეს ცარსკოე-სელოში და რამდენიმე წლის განმავლობაში ინახებოდა ალექსანდრეს სასახლის დიდ ორსვეტოვან დარბაზში. 1834 წელს არსენალის შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ კოლექცია სწორედ აქ გადმოიტანეს.

ექსპონატები განათავსეს პირველ და მეორე სართულზე. კოლექცია მოითვლიდა დაახლოებით 5 000 ექსპონატს. 1885 წელს ნიკოლოზ I-ის შვილიშვილმა, იმპერატორმა ალექსანდრე III-მ გადაწყვიტა კოლექცია გადაეტანა საიმპერატორო ერმიტაჟში (ამჟამად რამდენიმე ექსპონატი გამოფენილია ერმიტაჟის რაინდთა დარბაზში).

აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სამამულო ომის პერიოდში არსენალი მნიშვნელოვნად დაზიანდა. XXI საუკუნის დასაწყისში შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. 2012 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. 2016 წელს აღდგენილ პავილიონში გაიხსნა მუდმივი ექსპოზიცია „ცარსკოე-სელოს არსენალი, იმპერატორის იარაღის კოლექცია“[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]