ფრანკო-პროვანსული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არპიტანული ენა)
ფრანკო-პროვანსული ენა
Arpitan
გავრცელებულია იტალიის დროშა იტალია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
მოლაპარაკეთა რაოდენობა 113,400
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები

იტალიკური

რომანული
დასავლეთ-რომანული
გალურ-იბერიული
გალურ-რომანული
დამწერლობის სისტემა ლათინური
ენის კოდები ISO 639-3: FRP
რუკა


ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-FRP}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაფრანკო-პროვანსული ენა

ფრანკო-პროვანსული ენა (ფრანგ. francoprovençal; იტალ. francoprovenzale; არპიტანული ენა ან რომანდიული) — რომანული ენა, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ შვეიცარიაში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და იტალიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილებში. იმყოფება გადაგვარების ზღვარზე, რამეთუ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მასზე მოლაპარაკე საზოგადოება გადავიდა სტანდარტულ ფრანგულ ენაზე. დღეისათვის ფრანკო-პროვანსული დინამიკის ყველაზე დიდი რაოდენობა თავმოყრილია იტალიის ავტონომიურ რეგიონში — ვალე-დ-აოსტაში. ამ ენაზე საუბრობენ აგრეთვე ალპური ხეობების დასახლებულ ადგილებში, ტურინის პროვინციაში, ფოჯას ორ იზოლირებულ ქალაქში, და შვეიცარიის რომანდიაში.

ფრანკო-პროვანსული ენა წარმოადგენს გალურ-რომანულ ენას და კლასიფიცირდება როგორც საფრანგეთის რეგიონული ენა, თუმცა მასზე მოლაპარაკეთა რაოდენობა აქ უმნიშვნელოა. ორგანიზაციები ამ ენის შენარჩუნებას ცდილობენ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, განათლების, სამეცნიერო გამოკვლევებისა და პუბლიკაციების ხარჯზე.