არონ დაუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაბინი არონ დაუმი ამერიკის დ კანადის ორთოდოქს რაბინთა გაერთიანების თავმჯდომარე რაბინ სიმხა ელბერგთან ერთად

არონ დაუმი (ბნეი -ბრაკი, 6 იანვარი,1951) — თანამედროვე ორთოდოქსალური რაბინი, პედაგოგი, მწერალი, ქალაქ ფრანკფურტის ყოფილი მთავარი რაბინი. ამჟამად ცხოვრობს ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში

პირადი ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არონ დაუმი დაიბადა 1951 წლის 6 იანვარს, ქალაქ ბნეი-ბრაკში (ისრაელი), რელიგიურ აშკენაზურ ოჯახში. მამა, შმუელ დაუმი იყო პედაგოგი და მწერალი ცნობილი რაბინების ოჯახიდან, წარმოშობით პოლონეთიდან და ბოჰემიიდან (ჩეხეთი). მისი დედა რივკა ჯინა დაუმი წარმოშობით უნგრეთიდან იყო და გაიზარდა მდიდარი ვაჭრის ოჯახში.

არონ დაუმს სამი ძმა ჰყავს. 13 წლიდან მან დაიწყო ინტენსიური რელიგიური განათლების მიღება ლიტვურ-ხასიდურ იეშივაში, რუჟინში, ქალაქ ბნეი-ბრაკში. 14 წლის გადავიდა დიდ ბრიტანეთში,იეშივა ჰა-რამაში, ხოლო შემდეგ ცნობილ სიონისტურ იეშივა ეც ხაიმში, ქალაქ მონტრეში. 1975 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი შვეიცარიაში და გაემგზავრა ლონდონის უნივერსიტეტში, ებრაულ კოლეჯში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი იუდაიკის განხრით (წარჩინებით).[1] 1978 წლიდან სწავლობდა რაბი იცხაკ ელხანანის სახელობის სემინარიაში,ნიუ-იორკის უნივერსიტეტის იეშივაში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიბლეისტიკაში (წარჩინებით)[1]

მიიღო რაბინის წოდება. დიპლომს ხელს აწერდა პროფესორი რაბი იოსებ სოლოვეიჩიკი. არონმა უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე დაიანის სტატუსის მისაღებად, დაბრუნდა ევროპაში, დაქორწინდა ფრანსინ ფრენკელზე, რომელთანაც შეეძინა 3 ქალიშვილი. არონ დაუმი ფლობს ივრითულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნიდერლანდურ ენებს, აგრეთვე იდიშსა და ნაწილობრივ ლათინურსა და არამეულ ენებს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 მისი კარიერა დაიწყო შვეიცარიაში. მიიწვიეს რაბინად ქალაქ ბილში [ფრანგულ-გერმანულ ქალაქში][1] 1986 წელს მოუწია ამ პოსტის დატოვება რათა დაეცვა სადოქტორო დისერტაცია ქრისტიქნულ -ებრაულ ინსტიტუტში ქალაქ ლუცერნში,შვეიცარიაში. 1987 წელს დაინიშნა ქალაქ ფრანქნკფურტის მთავარ რაბინად[1][2],იმ დროს ყველაზე პრესტიჟულ თანამდებობაზე. იმ პერიოდში გერმანიაში საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსულენოვანი ებრაელი ემიგრანტები ჩამოდიოდნენ.უცხო ქვეყანაში ადაპტაცია ამ ხალხს დიდ პრობლემს უქმნიდა. ასევე რთული იყო ამ ხალხის ,როგორც ებრელების იდენტირება.ამ ურთულესი პრობლემის წინაშე იდგა რაბინი დაუმი და უწევდა ასეთი ხალხის ებრაულ თემთან ადაპტაცია.მისი დახმარებით ტარდებოდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები,ებრაული კულტურის დღეები,კონცერტები და რელიგიის გაკვეთილები. რაბინი დაუმი აგრეთვე იყო ფრანკფურტის ბეით-დინის თავმჯდომარე.ის იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ქაშრუთის,გეთის და გიურის სკითხებში.მისი მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მრავალი არაებრალი გახდა ებრაული თემის წევრი. 1994 წელს ოჯახური გარემოების გამო დატოვა თანამდებობა და გადავიდა საცხოვრებლად ბელგიაში,კერძოდ ქალაქ ანტვერპენში. იქ მან გააგრძელა მოღვაწეობა პედაგოგის რანგში.ასწვლიდ იუდაიზმს სახელმწიფო და ებრაულ სკოლებში.1995წელს კი განაგრძო მუშაობა ლექტორის რანგში რელიგიისმცოდნეობის ფაკულტეტზე ანტვერპენში.[1] საგანმანათლებლო სისტემაში გაწეული შრომისათვის და ასეე ჰალახის საკითხზე უმნიშვნელოვანესი ნაშრომისთვის ფაკულტეტმა მიანიჭა პროფესორის წოდება.2001 წლიდან მეუღლესთან ერთად დაიწყო სერია ინფორმაციული პროექტებისა იმ ადამიანებისათვის ვინც ხდებიან ეგრეთ წოდებული ბაალეი თშუვა და ასევე გიურის თემით დაინტერესებულთათვის.დღეს მისი დროის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ამ საქმიანობას უკავშირდება.იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზაცია „შალომ„თან რომელიც ფუნქციონირებს ისრაელსა და ნიდერლანდებში.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესორი დაუმი არის ავტორი მრავალი თემისა იუდაიკის სფეროში.შვეიცარიაში ცხოვრებისას ის წერდა სტატიებს შვეიცარიულ-გერმანული ჟურნალისთვის "Judische Rundschau".[2] ფრანკფურტში მთავარ რაბინად მუშაობისს ასევე რეგულრულად წერდა სტატიებს ჟურნალში " Die Judische Allgemeine", " Die GEMEINDE". 2010 წლიდან მიჰყავს რუბრიკა ჟურნალში Joods Aktueel რაბინი დაუმი გვევლინება ავტორად ორი წიგნისა.პირველი წიგნი " Halacha aktuell"[2][2][2][2] შედგება ორი ტომისგან და დაწერილია გერმანულ ენაზე.იქ განიხილავს აქტუალურ თემებს ჰალახასთან დაკავშირებით,განსაკუთრებით Responsa.ეს უნიკალური ნამუშევარია იმ მხრივ რომ გვევლინება პირველ წიგნად დაწერილად გერმანულ ენაზე ჰოლოკოსტის შემდეგ,ამიტომ უდიდესი ენთუზიაზმით შეხვდა ებრაული სამყარო და მიიღო დიდი გამოხმაურება ცნობილი ჰალახის ავტორიტეტებისგან.რამდენიმე თავი ამ წიგნიდან დაწერილი იყო კლასიკურ რაბინულ ივრითზე და შემდგომში გამოიცა სათაურით "lyunim b'Halacha". მისი მეორე წიგნი " Die judischen Feiertage in er Sicht der Tradition" შედგება ორი ტომისაგან და წარმოადგენს ჰალახურ სტატიებს ,ლიტურგიულ გამოკვლევებს და აგრეთვე ხალხურ იუმორისტულ მოთხრობებს რომლებიც ეხება ებრაულ დღესასწაულებსა და შაბათს.ამჟამად რაბი დაუმი მუშაობს რამდენიმე წიგნზე ნიდერლანდურ ენაზე რომლებშიც იგი განიხილავს მრავალფეროვან თემებს.კერძოდ ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა კაბალა, ებრაელი ერის ისტორია და ებრაული სამყარო დღეს.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Halacha aktuell, Jüdische Religionsgestze und Bräuche im modernen Alltag (Haag und Herchen Verlag, Frankfurt am Main, 1992, 2 Vol., p. 387 – p. 773)
  • Iyunim b’Halacha (Haag und Herchen Verlag, Frankfurt am Main, 1992, p. 93)
  • Die Feiertage Israels, Die jüdischen Feiertage in er Sicht der Tradition (Herchen Verlag, Frankfurt am Main, vol. I, 1993, p. 556, vol. II, 1994, p. 557)
  • "Das aschkenasische Rabbinat : Studien über Glaube und Schicksal" (Julius Carlebach) / Die Rolle des Rabbiners in Deutschland heute (Ahron Daum)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]