შინაარსზე გადასვლა

აროზ ა ლა კუბანა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აროზ ა ლა კუბანა

აროზ ა ლა კუბანა შემწვარი ბანანით
რიგითობა მთავარი კერძი
რეგიონი უცნობია, სავარაუდოდ ესპანეთი
ტემპერატურა სერვირების დროს ცხელი
ძირითადი
შემადგენლობა
ბრინჯი, კვერცხი, პომიდორი და ბანანი

აროზ ა ლა კუბანა (ესპ. Arroz a la cubana) — კუბური სტილის ბრინჯის კერძი, რომელიც პოპულარულია ესპანეთში, ფილიპინებსა და ლათინური ამერიკის ნაწილებში. მისი მთავარი ინგრედიენტებია ბრინჯი და შემწვარი კვერცხი.[1] გარდა ამისა, შემწვარი ბანანი[2] და პომიდვრის სოუსი იმდენად ხშირად გამოიყენება აროზაში, რომ ზოგჯერ ისინიც მთავარ ინგრედიენტებად მიიჩნევა.

სახელწოდების მიუხედავად, კერძი კუბურ სამზარეულოში არ არსებობს და მისი წარმოშობის ისტორია ზუსტად არ არის ცნობილი.[3] შესაძლოა, ის შეიქმნა ესპანელების მიერ კუბური ტრადიციების არასწორი ინტერპრეტაციით – როდესაც კუბა ჯერ კიდევ ესპანეთის კოლონია იყო[4][5] , აქ ბრინჯს შემწვარ კვერცხთან ერთად ძალიან ხშირად მიირთევდნენ, ამიტომ, სავარაუდოდ, ესპანელებმა ეს ორი ინგრედიენტი ერთ კერძად ჩათვალეს.

  1. Ocampo, Selina. „Arroz à la Cubana“. Pepper.ph. ციტირების თარიღი: 6 January 2024.
  2. Ismael Sarmiento Ramírez, (2003), Alimentación y relaciones sociales en la Cuba colonial, Anales del Museo de América, ISSN 1133-8741, Nº. 11, pp 197-226 (in Spanish)
  3. MAD Foundation (2018). You and I Eat the Same On the Countless Ways Food and Cooking Connect Us to One Another. Artisan, გვ. 161. ISBN 9781579658403. 
  4. Valdéz, Laura L. (24 May 2023). „¿Por qué se llama arroz a la cubana?“. La Voz de Galicia. ციტირების თარიღი: 6 January 2024.
  5. Cándido Hurones, (2009), Cómo freír un huevo. La innovación didáctica al servicio de la docencia universitaria, Entelequia: revista interdisciplinar, ISSN-e 1885-6985, No. 10, pp. 239-252 (in Spanish)