არმინ ლაშეტი
| არმინ ლაშეტი გერმ. Armin Laschet | |
არმინ ლაშეტის ფოტოსურათი 2023 წელს | |
| გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 16 იანვარი, 2021 – 31 იანვარი, 2022 | |
| წინამორბედი | ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი |
| მემკვიდრე | ფრიდრიხ მერცი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 27 ივნისი, 2017 – 26 ოქტომბერი, 2021 | |
| წინამორბედი | ჰანელორე კრაფტი |
| მემკვიდრე | ჰენდრიკ ვიუსტი |
| დაბადებული | 18 თებერვალი, 1961 აახენი |
| მოქალაქეობა | |
| პოლიტიკური პარტია | გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი |
| ხელმოწერა | |
არმინ ლაშეტი (გერმ. Armin Laschet, დ. 18 თებერვალი 1961, აახენი) — გერმანელი პოლიტიკოსი და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მინისტრ-პრეზიდენტი 2017 წლის 27 ივნისიდან 2021 წლის 26 ოქტომბრამდე. 2021 წლის 16 იანვარს ის აირჩიეს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ. ამ პოსტზე მან ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ჩაანაცვლა.
ლაშეტმა დაასრულა უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მოგვიანებით მუშაობდა ჟურნალისტად. 1994 წელს პირველად აირჩიეს გერმანიის პარლამენტში — ბუნდესტაგში. 1999 წელს ის გახდა ევროპის პარლამენტის წევრი. 2005 წლიდან აქტიურობს ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თანამდებობაზე ყოფნის დროს გამოირჩეოდა მიგრანტებისადმი დადებითი დამოკიდებულებით, რის გამოც მიიღო ზედმეტსახელი „თურქი არმინი“. 2021 წლის 16 იანვარს ის აირჩიეს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ. არჩევნების მეორე ტურში მან დელეგატების 52.8%-ის მხარდაჭერა მიიღო და გაიმარჯვა ფრიდრიხ მერცზე.[1]ამ პოსტზე მან ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ჩაანაცვლა.
არმინი დაიბადა დასავლეთ გერმანიის ქალაქ აახენში გერმანულენოვანი ვალონიელების კათოლიკურ ოჯახში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Moulson, Geir. (16 January 2021) Pragmatic governor Laschet elected to lead Merkel’s party. Associated Press. ციტირების თარიღი: 16 January 2021.