შინაარსზე გადასვლა

არმან ფალიერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არმან ფალიერი
არმან ფალიერი
ფალიერი 1906 წელს
საფრანგეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 თებერვალი, 1906  18 თებერვალი, 1917
პრემიერ-მინისტრი  მორის რუვიე ფერდინანდ სარიენი ჟორჟ კლემანსო არისტიდ ბრიანი ერნესტ მონისი ჯოზეფ კაიო რაიმონ პუანკარე არისტიდ ბრიანი
წინამორბედიემილ ლუბე
მემკვიდრერაიმონ პუანკარე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 იანვარი, 1883  21 თებერვალი, 1883
პრეზიდენტიჟიულ გრევი
წინამორბედიჩარლზ დიუკლერკი
მემკვიდრეჟიულ ფერი

დაბადებული6 ნოემბერი, 1841
მეზინი, საფრანგეთი
გარდაცვლილი22 ივნისი, 1931 (89 წლის)
ლანები, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული რესპუბლიკური ალიანსი
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

კლემან არმან ფალიერი (დ. 6 ნოემბერი, 1841 – გ. 22 ივნისი, 1931) — ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი 1906 წლიდან 1913 წლამდე.

კლემან არმან ფალიერი საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის რესპუბლიკანიზმის სიმბოლო იყო. იგი ლოტ-ეტ-გარონში საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა და იურისტი და რესპუბლიკელი პოლიტიკოსი გახდა. მას სხვადასხვა მინისტრის თანამდებობა ეკავა და 1883 წელს მცირე ხნით პრემიერ-მინისტრიც იყო. 1906 წელს იგი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა, პოლ დუმერის დამარცხებით. ისტორიკოს დევიდ ბელის მიხედვით, მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა პოლიტიკური ტალანტების ამოცნობაში. ფალიერის პრეზიდენტობა გამოირჩეოდა მისი გულთბილი და დამამშვიდებელი მანერებით, რის გამოც იგი პოპულარულ სიმბოლურ ფიგურად იქცა. იგი კმაყოფილი იყო კონსტიტუციური პრეზიდენტისათვის დამახასიათებელი პროცედურული პატივით და გადაწყვეტილებების მიღებას მინისტრებს ანდობდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სენატის რესპუბლიკანიზმს. მას ჰქონდა პატივი, თუმცა არა რეალური ძალაუფლება, ეხელმძღვანელა მემარცხენე მმართველი კოალიციისთვის, რომელიც ცნობილია სახელწოდებით bloc des gauches („მემარცხენე ბლოკი“).[1]

ფალიერი დაიბადა საფრანგეთში, ლოტ-ეტ-გარონის დეპარტამენტში მდებარე ქალაქ მეზენში. მან შეისწავლა სამართალი და ნერაკში გახდა ადვოკატი. სადაც დაიწყო თავისი საზოგადოებრივი კარიერა, ჯერ გახდა მუნიციპალური საბჭოს წევრი (1868), შემდეგ მერი (1871), ხოლო შემდგომ ლოტ-ეტ-გარონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს წევრი (1871). როგორც რესპუბლიკანელმა, მან ეს თანამდებობა 1873 წლის მაისში დაკარგა, ტიერის დაცემის შემდეგ, თუმცა 1876 წლის თებერვალში იგი ნერაკის დეპუტატად აირჩიეს. დეპუტატთა პალატაში იგი ოპორტუნისტ რესპუბლიკელთა საპარლამენტო ჯგუფს Gauche républicaine-ს შეუერთდა, ხელი მოაწერა 1877 წლის 18 მაისის პროტესტს და ხუთი თვის შემდეგ იგი კვლავ ნერაკის დეპუტატად აირჩიეს.[2]

1880 წელს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა (1880 წლის მაისიდან 1881 წლის ნოემბრამდე). 1882 წლის 7 აგვისტოდან 1883 წლის 20 თებერვლამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იყო, ხოლო ერთი თვის განმავლობაში (1883 წლის 29 იანვრიდან) პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც ეკავა.[2]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Armand Fallières, დაახლ.1880s

ფალიერი, რომელიც იმ დროს ავადმყოფობდა, ვერ გაუმკლავდა ოპოზიციის მძაფრ წინააღმდეგობას და გადადგა, მას შემდეგ რაც სენატმა მისი პროექტი უარყო. თუმცა მომდევნო ნოემბერში ჟიულ ფერის მიერ სახალხო განათლების მინისტრად დაინიშნა და სასკოლო სისტემაში სხვადასხვა რეფორმა განახორციელა.

მან თანამდებობა 1885 წლის მარტში დატოვა. 1889 წლის თებერვალში ის კვლავ დაბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და საბოლოოდ კვლავ დაიბრუნა იუსტიციის დეპარტამენტი 1890 წლის მარტიდან 1892 წლის თებერვლამდე. 1890 წლის ივნისში მისმა დეპარტამენტმა ის სენატში 417 ხმით აირჩია, 23 ხმის წინააღმდეგ . იქ ფალიერი პარტიულ დაპირისპირებებს თავს არიდებდა, თუმცა რესპუბლიკელებს შორის გავლენას ინარჩუნებდა.[2]

1899 წლის მარტში იგი სენატის პრეზიდენტად აირჩიეს და ამ თანამდებობას 1906 წლის იანვრამდე იკავებდა, როდესაც ორივე პალატაში მემარცხენე ჯგუფების გაერთიანებამ იგი რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. არჩევნებში მან პირველივე ტურში გაიმარჯვა — 449 ხმით მისი ოპონენტის, პოლ დუმერის, 371 ხმის წინააღმდეგ.[2]

ფალიერი სიკვდილით დასჯის ღიად მოწინააღმდეგე იყო და სიკვდილით დასჯილ მრავალ პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქა.

ორდენები და ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Jean d’Yvelet (pseud. J. Lévy), Armand Fallières, président de la République (l'homme, la vie et l'oeuvre), Lettre préface par Étienne Richet, 1907.
  • Jacques Chastenet, La France de M. Fallières, Paris, Fayard, 1949.
  • Stéphane Baumont, Fallières ou la République de la province, Toulouse, Éché, 1988.
  • La France de Monsieur Fallières : actes du colloque national Armand Fallières, 9-12 octobre 1986, Agen, Service éducatif des Archives départementales, 1990.
  • Hubert Delpont et Janine Dréano-Sestacq, Fallières : la République aux champs, AVN, 1996, 258 pages.
  • Un Lot-et-Garonnais à l'Élysée : Fallières en son temps, Agen, conseil général de Lot-et-Garonne, 2007 (actes du colloque d'Agen tenu en 2006).
  • Frédéric Lavignette, L'Affaire Liabeuf : histoires d'une vengeance, Fage éditions, 2011.
  1. David Bell, et al. eds. Biographical dictionary of French political leaders since 1870 (1990) p. 142.
  2. 1 2 3 4 Chisholm 1911.
  3. (1918) „Real y distinguida orden de Carlos III“, Guía Oficial de España, გვ. 211. 
  4. „Kung. Svenska Riddareordnarna“, Sveriges statskalender, 1915, p. 671, https://runeberg.org/statskal/1915/0668.html
  5. „Den kongelige norske Sanct Olavs Orden“, Norges Statskalender for Aaret 1930, Oslo: Forlagt av H. Aschehoug & Co. (w. Nygaard), 1930, pp. 995–996, https://runeberg.org/norkal/1930/0560.html
  6. Royal Thai Government Gazette (14 July 1907). „พระราชทานเครื่องราชอิสริยาภรณ์ มหาจักรีบรมราชวงษ์“ (PDF) (ტაილანდური). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 8 May 2019. ციტირების თარიღი: 2019-05-08. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  7. „No. 28141“. The London Gazette: 3991. 29 May 1908.
  8. Journal de Monaco) fr (11 May 1909). ციტირების თარიღი: 4 May 2023