არმან დ’ათოსი
არმან, სენიორ დე სილეგ, დ’ათოს, ე დ’ოტევილი („სილეგის, ათოსისა და ოტევილის ლორდი“), ცნობილი როგორც არმან დ’ათოსი (დ. დაახლ. 1615 — გ. 21 დეკემბერი, 1643) — გასკონელი მეფის კარის შავი მუშკეტერი XVII საუკუნის საფრანგეთში.[1] სახელი პატარა სავაჭრო ქალაქის, ჟავ დ’ოლორონთან არსებულიათოს-ასპისის გამო დაირქვა, რომელიც სოვტერ-დე-ბერნთან და ოტევილთან მდებარეობდა.[2] ის გრაფ დე ტრუაველის დის ვაჟი და ისააკ დე პორთოს ბიძაშვილი იყო.
ნახევრად გამოგონილ „მ. დ’არტანიანის მემუარებზე“ დაყრდნობით, მას ანრი დ’არამიცთან და ზემოხსენებულ დე პორთოსთან ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდა და მათ „სამ ძმას“ უწოდებდნენ.[3][4] დ’ათოსის პერსონა ალექსანდრ დიუმას სერიის - „დ’არტანიანის რომანების“ პერსონაჟ ათოსის ზედაპირული ინსპირაცია გახდა.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ბერნში, საფრანგეთში, დაახლოებით 1615 წელს, შესაძლოა არისტოკრატთა ოჯახში.[5] მისი მამა სენიორ ადრიენ დე სილეგ დ’ათოს დ’ოტევილ დე კასაბე იყო, ხოლო მის დედა გრაფ დე ტრუაველის და.[3]
გრაფ დ’არტანიანის მემუარებზე დაყრდნობით, დ’არტანიანმა დ’ათოსი პრე ო კლერკში სიკვდილს გადაარჩინა.[3] 1640 წელს მუშკეტერების გვარდიაში გაწევრიანების შემდეგ, დ’ათოსს სტაბილური მეგობრობა აკავშირებდა დ’არტანიანთან.[3]
დ’ათოსი 21 დეკემბერს, 1643 წელს, დუელში მოკლეს, და პრე ო კლერკში, პარიზის მახლობლად დაკრძალეს.[3][6]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სქოლიო: „შავი“ ამ მუშკეტერებს მათი ცხენების ფერის გამო ეწოდებოდათ.
- ↑ Athos, Porthos and Aramis (31 August 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2023. ციტირების თარიღი: 10 ივლისი 2025.
- 1 2 3 4 5 Masson, David (1899). Macmillan's Magazine. Macmillan & Co.
- ↑ Dumas, Alexandre (2003). „Introduction“, The Three Musketeers, trans. Lord Sudley, Penguin Classics. ISBN 9780140440256.
- ↑ Roman et Histoire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2008. ციტირების თარიღი: November 18, 2008
- ↑ Burkle-Young, F. A.. Porthos. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 10, 2012. ციტირების თარიღი: November 18, 2008