არმაზის კოშკიანი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არმაზის კოშკიანი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ არმაზში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს სოფ. ქვითკირიდან დასავლეთით 3 კმ-ზე, ნასოფლარ ვანის ტერიტორიაზე. ეკლესია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია ჩაშენებულია ოთხსართულიანი კოშკის მეორე სართულში და ის გეგმით არაწესიერი სწორკუთხა მოხაზულობისაა. აღმოსავლეთით შებრტყელებულია აბსიდი, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. აბსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მცირე ზომის მხრებით. სამხრეთი შესასვლელის მარცხენა წირთხლი მორღვეულია. კოშკის პირველი სართული ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით. კოშკს გარშემო შემოუყვება გალავანი, რომლის სამხრეთით შემორჩენილია ოთხკუთხა ნაგებობის ნაშთი. მისი კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. ნაგებობის ჩრდილოეთ კედელში მოწყობილია სამი სწორკუთხა ნიშა. შესასვლელი სამხრეთ კედელშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 12