შინაარსზე გადასვლა

არკადული თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არკადული თამაშები)
იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში მდებარე გასართობი არკადული დარბაზი, სადაც სხვადასხვა სახის არკადული თამაშია წარმოდგენილი

არკადული თამაში (ინგლ. Arcade game), იგივე მონეტაზე მომუშავე თამაში (ინგლ. coin-op game) — მონეტაზე მომუშავე გასართობი მოწყობილობა, რომელიც, როგორც წესი, განთავსებულია საზოგადოებრივ ადგილებში — რესტორნებში, ბარებსა და სათამაშო ავტომატების დარბაზებში.

არკადული თამაშების უმეტესობა ძირითადად მოთამაშის უნარებზეა დაფუძნებული და მოიცავს არკადულ ვიდეო თამაშებს, პინბოლის აპარატებს, ელექტრომექანიკურ თამაშებს, გამოსასყიდ თამაშებსა (ინგლ. Redemption games) და მერჩანდაიზერებს.

არკადული ვიდეო თამაშები ხასიათდება მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტით, თუმცა ინტენსიური სათამაშო პროცესით. [1] ყველაზე პოპულარული არკადული თამაშებია: „Space Invaders“ (1978), „Pac-Man“ (1980), „Donkey Kong“ (1981), „Asteroids“ (1981) და სხვები.

არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანა დაიწყო გვიან 1970-იან წლებში და გაგრძელდა 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე. 1990-იანი წლებში, დასავლეთ ნახევარსფეროში იყო არკადული თამაშების აღზევების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. არკადული თამაშების ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ახალი თაობის პერსონალური კომპიუტერებისა და სახლლის ვიდეო თამაშების კონსოლების გამოჩენა ბაზარზე, ისეთების როგორებიცაა Sega-ს Mega Drive/Genesis და Nintendo-ს Super NES (იაპონიაში ცნობილი როგორც Super Famicom).

აღმოსავლეთი ნახევარსფერო (განსაკუთრებით იაპონია) დღემდე განაგრძობს არკადული ინდუსტრიის განვითარებას.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rouse, Richard. (2004). Game Design: Theory & Practice (en). =Los Rios Boulevard, Plano, Texas, USA: Wordware Publishing, გვ. 698. ISBN 1-55622-912-7. 
  2. Why Japan's arcades are its game industry's cutting-edge labs en-US (2016-12-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-09. ციტირების თარიღი: 2019-05-16