შინაარსზე გადასვლა

არკადული ვიდეო თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არკადული ვიდეო თამაში (ინგლ. Arcade video game) — არკადული თამაშის სახეობა, რომელიც მოთამაშის მონაცემებს (შეყვანას) მართვის პანელიდან იღებს და მათ ელექტრონული ან კომპიუტერული კომპონენტების საშუალებით ამუშავებს და გამომავალ ინფორმაციას ელექტრონულ მონიტორზე ან მსგავს ეკრანზე გადმოსცემს. ყველა არკადული ვიდეო თამაში მონეტებზე ან გადახდის სხვა ფორმებზეა დაფუძნებული, მოთავსებულია არკადულ კაბინეტში და გასართობ დარბაზებში სხვა არკადულ თამაშებთან ერთად გვხვდება. 2000-იანი წლების დასაწყისამდე არკადული ვიდეო თამაშები ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ყველაზე მსხვილ და ტექნოლოგიურად მოწინავე სეგმენტს წარმოადგენდა.[1][2][3]

ადრეულმა პროტოტიპებმა, როგორიცაა „Galaxy Game (1971) და „Computer Space“ (1971) წელს, დაამკვიდრეს არკადული თამაშების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები, ხოლო Atari-ს Pong (1972) აღიარებულია, როგორც პირველი წარმატებული კომერციული არკადული ვიდეო თამაში.[4] კომპიუტერული ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ და გეიმპლეის დიზაინის განვითარებამ არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანა ჩაუყარა საფუძველი. ეს პერიოდი მოიცავს დაახლოებით, 1970-იანი წლების ბოლოსა 1980-იანი წლების დასაწყისს. ამ ოქროს ხანაში შედიან თამაშები: „Space Invaders“, „Pac-Man“ და „Donkey Kong“. ინდუსტრიამ აღმავლობა განიცადა 1990-იანი წლების დასაწყისიდან 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე, რა დროსაც შეიქმნა ისეთ განთქმული თამაშები როგორებიცაა „Street Fighter II“, „Mortal Kombat“ და „Dance Dance Revolution“ და მათი მსგავსი თამაშები.

თუმცა არკადული ინდუსტრია საბოლოოდ დაეცა დასავლურ სამყაროში, რადგან კონკურენტი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლები, როგორიცაა Sony-ის PlayStation და Microsoft-ის Xbox, გააუმჯობესეს თავიანთ მოწყობილობების გრაფიკული და სათამაშო შესაძლებლობები და რაც ყველაზე მთავარია, შეამცირეს მათი ღირებულება. მიუხედავად ამისა, იაპონიაში,[5] ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში არკადული ინდუსტრია უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „News: Virtua Fighter 3“. Computer and Video Games (174): 10–1. May 1996.
  2. Second Hand Smoke – One up, two down. Tom's Hardware Guide (October 22, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-22. ციტირების თარიღი: 2018-01-08
  3. Naramura, Yuki. (January 23, 2019) Peak Video Game? Top Analyst Sees Industry Slumping in 2019. Bloomberg L.P.. ციტირების თარიღი: January 29, 2019
  4. June, Laura. (January 16, 2013) For Amusement Only: the life and death of the American arcade. The Verge. ციტირების თარიღი: August 13, 2020
  5. Why Japan's arcades are its game industry's cutting-edge labs en-US (2016-12-06). ციტირების თარიღი: 2019-05-16