არკადიოპოლის ბრძოლა (970)
არკადიოპოლის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
სვიატოსლავის ბულგარეთში შეჭრის ნაწილი | |||
არკადიოპოლი ბრძოლა | |||
თარიღი | მარტი 970 წელი | ||
მდებარეობა | არკადიოპოლისი (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია) | ||
შედეგი | ბიზანტიელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
არკადიოპოლის ბრძოლა (970 წლის მარტი) — ბიზანტიის იმპერიის დაპირისპირება რუსეთის, ბულგარეთის, უნგრეთისა და პეჩენიგების გაერთიანებული ჯარის წინააღმდეგ. ბიზანტიის არმიას მეთაურობდა ბარდა სკლიაროსი. წინა წლებში რუსეთის მმართველმა სვიატოსლავმა დაიპყრო, ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილი და ბიზანტიასაც იგივეთი ემუქრებოდა. რუსეთის ძალები თრაკიის გავლით კონსტანტინოპოლისკენ მიიწევდნენ, როცა მას სკლიაროსის ძალები შეხვდნენ. რუსებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა, სკლიაროსი მას ჩაუსაფრდა და მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით ჯარს პირველმა შეუტია. ამის შემდეგ ბიზანტიელებმა მტრის გასატყუებლად უკან დაიხიეს და პეჩენიგების კონტინგენტი მახეში შეიტყუეს, სადაც ისინი გაანადგურეს. რუსების არმიამ ბრძოლისას დიდი დანაკარგები განიცადა და უკან დახევისას ბიზანტიელებმა მათი დევნა დაიწყეს. ამ ბრძოლას ბიზანტიისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რამეთუ, ამით დრო მისცეს იმპერატორ ციმისკე I-ს შიდა პრობლემების მოსაგვარებლად. მომდევნო წელს დიდი ლაშქრობა წამოიწყეს და საბოლოოდ დაამარცხეს სვიატოსლავი.
წინაპირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]965 ან 966 წლებში ბულგარეთის საელჩო ეწვია ბიზანტიის იმპერატორ ნიკიფორე II ფოკასს (963–969) კონსტანტინოპოლში, რათა მიეღო ხარკი, რომელიც შეთანხმებული იყო ორ სახელმწიფოს შორის 927 წელს მშვიდობის სანაცვლოდ. ფოკასი თავდაჯერებული იყო რადგან ცოტა ხნით ადრე არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა, რამაც გამოიწვია კრეტის, კვიპროსის და კილიკიის აღდგენა, ამიტომაც ხაკის გადახდაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა ძალის საჩვენებლად და სამხედრო დანაყოფები თრაკიაში ბულგარეთის საზაღვრო პუნქტების გასანადგურებლად გაგზავნა.
ეს ნიშნავდა ომის გამოცხადებას, მაგრამ ნიკოფორეს ჯარები აღმოსავლეთით იყო გადაყვანილი. ამგვარად, იმპერატორმა მიმართა ტრადიციულ ბიზანტიურ მიზანშეწონილობას, ჩრდილოეთით, თანამედროვე უკრაინაში მცხოვრები ხალხი ბულგარეთის წინააღმდეგ საბრძოლველად შეკრიბა. მან გაგზავნა ელჩი, პატრიკიოს კალოკიროსი რუსეთის მმართველთან. სვიატოსლავმა ენთუზიაზმი გამოიჩინა და 967 ან 968 წლებში დამანგრეველი დარბევით შეიჭრა ბულგარეთში, მაგრამ მალევე მოუწია დაბრუნება, რადგან დედაქალაქს პეჩენიგები თავს დაესხნენ. ამან ბულგარეთის მეფეს აიძულა მოლაპარაკებებზე წასვლა და ბიზანტიასთან ზავის დადება. თუმცა, ამ ხანმოკლე ცხოვრებამ სვიატოსლავშიც გააღვიძა ბულგარეთის დაპყრობისა და იქ საკუთარი სამეფოს დამკვიდრების სურვილი. იგი 969 წლის ივლისსა ან აგვისტოში დაბრუნდა ჯარით და რამდენიმე თვეში დაიპყრო ქვეყანა.
ნიკიფორეს სქემამ მკვეთრი უკუშედეგი იქონია: მშვიდობის ნაცვლად ბალკანეთში ახალი მტერი გამოჩნდა და ბულგარეთის თავადაზნაურობის დიდი ნაწილი რუსეთის პრინცის მხარეზე გადავიდა. თუმცა, იმპერატორი მოკლეს 969 წლის დეკემბერში და რუსეთთან გამკლავება მის მემკვიდრეს, იოანე I ციმისკეს (969–976) დაეკისრა. სვიატოსლავმა ახალ იმპერატოს მიმართა და მოსთხოვა რომ დაეტოვებინა ევროპის ტერიტორიები. თავად ციმისკესი დაკავებული იყო თავისი პოზიციის გამყარებით და ძლევამოსილი ფოკას კლანის და მისი მიმდევრების მიერ გამოწვეული არეულობის გამოსწორებას ცდილობდა, ამიტომაც ბალკანეთში ომის ზედამხედველად დანიშნა თავისი ძმა, ბარდას სკლეროსს და სტრატოპერდაქ პეტრეს. გამოიზამთრება მოუწიათ თრაკიაში, იქ ჯარი შეკრიბეს და ჯაშუშები გაგზავნეს სვიატასლოვის სათვალთვალოდ.
რუსებმა, პეჩენიგებთან და ბულგარელებთან ერთად გაგზავნეს ძლიერი არმია ბალკანეთის მთების სამხრეთით. თრაკიის ქალაქ ფილიპოპოლის (თანამედროვე პლოვდივი) გაძარცვის შემდეგ, მათ გვერდი აუარეს კარგად დაცულ ქალაქ ადრიანოპოლს და კონსტანტინოპოლისკენ გაემართნენ. გაურკვეველია რუსეთის ჯარის რაოდენობა და ისიც იყო თუ არა ეს სვიატოსლავის მთლიანი ძალა. მაგალითად, იოანე სკილიცისი წერს, რომ ეს იყო რუსეთის მთლიანი არმია, რომელიც წარმოუდგენელ 308 000 კაცს ითვლიდა, მაგრამ ლეო დიაკონი იუწყება, რომ ეს იყო "30 000-ზე მეტი კაცისგან შემდგარი" რაზმი; ამის საპირისპიროდ, რუსეთის პირველადი ქრონიკა სვიატოსლავის მეთაურობით მთელ რუსეთის არმიას 30 000 კაცით აფასებს, ხოლო რუსებს არკადიოპოლისში მხოლოდ 10 000 კაცი ჰყავდათ, ბიზანტიელებს კი 100 000. თუმცა ცხადია, რომ ბიზანტიელები საგრძნობლად აღემატებოდნენ და რომ რუსეთის არმია არკადიოპოლისში უმეტესად ბულგარელებისგან შედგებოდა.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სკლეროსმა სწრაფად შეკრიბა 10-12 ათას კაციანი არმია და გაემართა რუსებთან შესახვედრად. ორი არმია შეხვდა არკადიოპოლისთან (თანამედროვე ლულებურგაზი თურქულ თრაკიაში), კონსტანტინოპოლიდან დასავლეთით დაახლოებით 80 კმ-ში. ბიზანტიის მხარეზე ორი ძირითადი ცნობა გვაქვს ბრძოლის წინასწარი ეტაპის შესახებ: ლეო დიაკონი იტყობინება, რომ სკლეროსმა გაგზავნა სკაუტური რაზმი პატრიკიოს იოანე ალაკასევის მეთაურობით, შემდეგ კი იბრძოლა, მაგრამ მოგვიანებით მატიანე სკილიცისი იუწყება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში სკლეროსი თავის კაცებთან ერთად დარჩა არკადიოპოლისის კედლებში, რადგან რუსები ახლოს იყვნენ დაბანაკებული და უარი თქვა მათთან ბრძოლაზე. სკილიცის თქმით, რუსები მალევე დარწმუნდნენ, რომ იმპერიულ არმიას ძალიან ეშინოდა მათთან შეხვედრის; შესაბამისად, ისინი არბევდნენ სოფლებს და ბანაკს დაუცველად ტოვებდნენ ღამ-ღამობით.
სკლეროსი საბოლოოდ გაემგზავრა ქალაქიდან და დაყო თავისი ძალები სამ ჯგუფად: ორი დივიზია ჩასაფრებული იყო რუსების ბანაკისკენ მიმავალი გზის ტყიან მხარეებზე, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, დაახლოებით 2000-3000 კაცი, უკან დააყენეს. ბიზანტიური არმია მალევე შეეჯახა რუსებისას და მოუწიათ პეჩენიგების კონტინგენტთან დაპირისპირება. ბიზანტიელებმა განახორციელეს ეტაპობრივი დისციპლინირებული უკან დახევა, გარკვეული ინტერვალებით უკუაგდებნენ პეჩენიგებს და ამ ტაქტიკით პეჩენიგების კონტინგენტი დააშორეს მთავარ ჯარს. ეს ბრძოლა სასტიკი და სისხლიანი იყო, რასაც ბიზანტიის მცირე არმია დისციპლინისა და გამძლეობის საშუალებით იტანდა. ლეო დიაკონის თქმით, ერთ-ერთმა პეჩენიგმა მეთაურს შეუტია, თავში მახვილი ჩაარტყა, მაგრამ კარგმა აბჯარმა დაიცვა. ბარდასის ძმა კონსტანტინე მის საშველად მივიდა და პეჩენიგი მოკლა.
როდესაც მტრის ძალები მახეში შეიტყუეს ბარდასმა საყვირით ნიშანი მისცა და ორმა დივიზიამ ალყაში მოაქცია პეჩენიგები. პეჩენიგებმა თავის გადასარჩენად უკან დაიხიეს. პეჩენიგების მეთაურმა მათი შეკრება სცადა მაგრამ ბარდასმა ხმლის ერთი მოქნევით შუაზე ჩაჩეხა. პეჩენიგების უკანდახევამ დიდი არეულობა გამოიწვია ბულაგრელთა კონტინგენტში, მოგვიანებით კი დიდი დანაკარგები განიცადეს. ბიზანტიელტა მსხვერპლი ძალიან მცირე იყო (დაახლოებით 25-55 კაცამდე), მაგრამ მათ დაკარგეს ბევრი ცხენი პეჩენიგების ისრების გამო.
ბრძოლის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს ამ გამარჯვების გამოყენება და რუსეთის არმიის ნარჩენების დახოცვა, რადგან ბარდას ფოკასი აჯანყდა მცირე აზიაში. ბარდას სკლეროსი და მისი ხალხი, შესაბამისად, გადაიყვანეს მცირე აზიაში, ხოლო სვიატოსლავმა თავისი ძალები შეამცირა ბალკანეთის მთებში. თუმცა, მომდევნო წლის გაზაფხულზე, ფოკასის აჯანყება ჩაახშეს და ციმისკესი, ჩრდილოეთით, ბულგარეთში გადავიდა. ბიზანტიელებმა აიღეს ბულგარეთის დედაქალაქი პრესლავი, შეიპყრეს ბულგარეთის მეფე ბორის II და ალყაში მოაქციეს რუსები დოროსტოლონის ციხესიმაგრეში (თანამედროვე სილისტრა).
უნგრეთის ისტორიოგრაფიაში, არკადიოპოლისის ბრძოლა განიხილება, როგორც ევროპაში უნგრეთის შემოსევების ბოლო ეტაპი, ძარცვის სერია, როგორც დასავლეთით, ისე სამხრეთის მიმართულებით. ამის შემდეგ, ახალმა დიდმა უფლისწულმა გეზამ გააძლიერა თავისი ავტორიტეტი და მხარი დაუჭირა დასავლეთ ევროპის ქრისტიან მისიონერებს (ბულგარეთის საპატრიარქომ ჯონ ციმისკესის ლაშქრობის შემდეგ, დამოუკიდებლობა დაკარგა), რამაც გამოიწვია მეიარების გაქრისტიანება და ახალი ათასწლეულის დასაწყისისთვის უნგრეთის ქრისტიანული სამეფოს დაარსება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერენდი, ნორა; ლაზლოვსკი, იოზეფი; Szakács, Béla Zsolt (2007). "უნგრეთის სამეფო". ბერენდში, ნორა (რედ.). ქრისტიანიზაცია და ქრისტიანული მონარქიის აღზევება: სკანდინავია, ცენტრალური ევროპა და რუსეთი, გ. 900-1200 წწ. კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცემა. გვ 319–368.
- Fine, John V. A. Jr. (1991) [1983]. ადრეული შუა საუკუნეების ბალკანეთი: კრიტიკული გამოკვლევა მეექვსე საუკუნის ბოლოს მეთორმეტე საუკუნემდე. ენ არბორი: მიჩიგანის უნივერსიტეტის პრესა.
- Haldon, John F. (2001). ბიზანტიის ომები. Stroud, Gloucestershire: Tempus Publishing.
- ჰაპჩიკი, დენისი (2017). ბულგარეთ-ბიზანტიური ომები ადრეული შუასაუკუნეების ბალკანეთის ჰეგემონიისთვის: ვერცხლისფერი კუ და ბრმა არმიები. უილკს-ბარი, აშშ: პალგრეივ მაკმილანი.
- კაჟდანი, ალექსანდრე, რედ. (1991). ბიზანტიის ოქსფორდის ლექსიკონი. ოქსფორდი და ნიუ-იორკი: ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემა.
- სტეფენსონი, პოლ (2000). ბიზანტიის ბალკანეთის საზღვარი: ჩრდილოეთ ბალკანეთის პოლიტიკური შესწავლა, 900–1204 წწ. კემბრიჯი: კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცემა.
- ტალბოტი, ალისა-მერი; Sullivan, Denis F. (2005). ლეო დიაკონის ისტორია: ბიზანტიის სამხედრო ექსპანსია მეათე საუკუნეში. ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი: დუმბარტონ ოუკსი.
- ტრედგოლდი, უორენი (1997). ბიზანტიის სახელმწიფოსა და საზოგადოების ისტორია. სტენფორდი, კალიფორნია: სტენფორდის უნივერსიტეტის გამოცემა.
- უიტოუ, მარკ (1996). ბიზანტიის შექმნა, 600–1025 წწ. ბერკლი და ლოს-ანჯელესი, კალიფორნია: კალიფორნიის უნივერსიტეტის პრესა.