არისტოტელე (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| არისტოტელე | |
| ლათ. Aristoteles | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 1.41 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 87.57 კმ[2] |
| მოცულობა | 7301.60 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 2.82 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | არისტოტელე |
| დამტკიცებულია | IAU (1935) |
| მდებარეობა | |
| 50.24° ჩ. გ. 17.32° ა. გ. / 50.24° ჩ. გ. 17.32° ა. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| არისტოტელე | |
კრატერი არისტოტელე (ლათ. Aristoteles) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსისა და მეცნიერის, არისტოტელეს პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ერატოსთენული პერიოდით ივარაუდება.[1]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის სახელწოდება „არისტოტელე“ მომდინარეობს, მისი ეპონიმის — არისტოტელეს (ძვ. ბერძნ. Αριστοτέλης) მიხედვით. ინგლისურად ეპონიმია (ინგლ. Aristotle), ხოლო კრატერის სახელწოდება — მისი ლათინიზებური ვარიანტი (ინგლ. Aristoteles)[2]. რუსული სახელწოდება (რუს. Аристотель)[3] იმეორებს ეპონიმის ფორმას, ისევე როგორც ქართულში.
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის დასავლეთით მდებარეობს უძველესი ალპები, სამხრეთით - კავკასიონის მთები და კრატერი ევდოქსი, კრატერის კიდის აღმოსავლეთ ნაწილს ესაზღვრება შედარებით პატარა მიტჩელის კრატერი, სამხრეთ-დასავლეთით - ეგედეს კრატერი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით - გალეს კრატერი.[4] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 50°14′N 17°19′E / 50.24° ჩ. გ. 17.32° ა. გ., დიამეტრი — 87.57 კმ,[2] სიღრმე — 2.82 კმ.[1]
კრატერის კიდს აქვს არარეგულარული მრავალკუთხა ფორმა, შიდა და გარე დახრილობა ფართოა, ტერასის მსგავსი. გარეთა კიდის დახრილობაზე რადიალური ბორცვიანი ნაოჭებია წარმოქმნილი შეჯახების დროს გამოტყორცნილი ქანებით; აღმოსავლეთ კიდის დახრილობის კუთხე 32°-ია. თასის ფსკერი არათანაბარია, ბორცვიანი ნაოჭებით. ცენტრალური პიკი პატარაა და კრატერის სამხრეთით არის გადაადგილებული; მისი სიმაღლე, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 300-დან 600 მ-მდე მერყეობს. ცენტრალური პიკის შემადგენლობაა ანორთოზიტი, გაბრო-ნორიტ-ტროქტოლიტის ანორთოზიტი 80-85%-იანი პლაგიოკლაზის შემცველობით და ანორთოზიტური ნორიტი. კრატერის მოცულობა 7301.60 კმ³-ია.[1]
არისტოტელეს კრატერი შეტანილია მთვარისა და პლანეტარული ასტრონომიის ასოციაციის (ALPO) კაშკაშა სხივების კრატერების სიაში.[5]
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| არისტოტელე | კოორდინატები | დიამეტრი, კმ |
|---|---|---|
| D | 47°29′N 14°43′E / 47.48° ჩ. გ. 14.71° ა. გ. | 5.6 |
| M | 53°30′N 27°16′E / 53.5° ჩ. გ. 27.26° ა. გ. | 7.0 |
| N | 52°54′N 26°50′E / 52.9° ჩ. გ. 26.84° ა. გ. | 5.3 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4.
- Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
- Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- 1 2 3 4 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Aristoteles
- ↑ С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
- ↑ Кратер Аристотель на карте LAC-13.. ციტირების თარიღი: 2019-12-02
- ↑ Перечень кратеров с яркой системой лучей Ассоциации лунной и планетарной астрономии (ALPO).
