შინაარსზე გადასვლა

არისტილოსი (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
არისტილოსი
ლათ. Aristillus
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 1.16 კმ (2015)[1]
დიამეტრი 54.37 კმ[2]
მოცულობა 2428.05 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 2.41 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი არისტილოსი
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
33.88° ჩ. გ. 1.21° ა. გ. / 33.88° ჩ. გ. 1.21° ა. გ. / 33.88; 1.21
ციური სხეული მთვარე
არისტილოსი (მთვარის კრატერი) — მთვარე
არისტილოსი (მთვარის კრატერი)
არისტილოსი ვიკისაწყობში

კრატერი არისტილოსი (ლათ. Aristillus) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ძველი ბერძენი ასტრონომის, არისტილოსის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება კოპერნიკული პერიოდით ივარაუდება.[1]

კრატერის სახელწოდება „არისტილოსი“ მომდინარეობს, მისი ეპონიმის — არისტილოსის (ძვ. ბერძნ. Ἀρίστυλλος ὁ Σάμιος) მიხედვით. ინგლისურად კრატერის სახელწოდება (ინგლ. Aristillus)[2] შეესატყვისება მის ეპონიმს, ისევე როგორც რუსული სახელწოდება (რუს. Аристилл).[3] შესაბამისად ქართული სახელწოდებაც უნდა იმეორებდეს ქართული ეპონიმის ფორმას.

კრატერის ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კასინის კრატერი; ჩრდილო-აღმოსავლეთით - თეაეტეტუსის კრატერი; სამხრეთით - ახალგაზრდა ავტოლიკუსის კრატერი; ხოლო სამხრეთ-დასავლეთით - უძველესი არქიმედეს კრატერი. კრატერის დასავლეთით მდებარეობს შპიცბერგენის მთები, წვიმების ზღვაში მწვერვალების ჯაჭვი; აღმოსავლეთით - კავკასიონის მთები. არისტილოსის კრატერის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ზღვის რეგიონს ლუნიკის ყურე ეწოდება. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 33°53′N 1°13′E / 33.88° ჩ. გ. 1.21° ა. გ. / 33.88; 1.21, დიამეტრი — 54.37 კმ,[2] სიღრმე — 2.41 კმ.[1]

კრატერის კიდე გარკვეულწილად არარეგულარული მრავალკუთხა ფორმისაა, განსხვავდება წრიულისგან, ფართო გარე დახრილობისგან, რომელიც გამოირჩევა კრატერის გარშემო არსებული ფაშატის გლუვ ფონზე. კიდეს შიდა დახრილობა, როგორც წესი, ტერასულია; კრატერის აუზის ფსკერი არათანაბარია და ლავით არ არის შევსებული. კრატერის ჩრდილოეთ ნაწილში, რგოლის ტერასები ჩამოინგრა. კრატერის ცენტრში სამკუთხა მწვერვალების სამი გროვაა, რომლებიც თასის ფსკერიდან დაახლოებით 0.9 კმ-ის სიმაღლეზე მაღლა ადის. ცენტრალური მწვერვალების შემადგენლობაა გაბრო-ნორიტ-ტროქტოლიტის ანორთოზიტი 80-85%-იანი პლაგიოკლაზის შემცველობით (GNTA2) და ანორთოზიტ ნორიტი (AN). კრატერს აქვს სხივური სისტემა, რომელიც 600 კმ-მდეა გადაჭიმული. შროტერის სიკაშკაშის ცხრილის მიხედვით, კრატერის გარშემო ზედაპირის სიკაშკაშე 4.5°-ია. რგოლის სიმაღლე მიმდებარე რელიეფიდან 1.16 კმ-ია,[1] ხოლო კრატერის მოცულობა 2428.05 კმ³-ია.[1]

კრატერის ჩრდილოეთით უძველესი კრატერის გარჩევაა შესაძლებელი. ის მთლიანად ლავამ დატბორა მარე იმბრიუმ აუზის შევსებისას და ამჟამად ამ კრატერის მხოლოდ რგოლია ამოწეული ზღვის დონიდან ოდნავ მაღლა. ამ რგოლის სამხრეთი ნაწილი არისტილოსის კრატერის რგოლის გარე დახრილობის გამო დაფარულია.

კრატერის საინტერესო თავისებურებაა მუქი ზოლი, რომელიც V ასოს ფორმით ტოტდება კრატერის რგოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. V-ს ფუძე ქვედა ტერასაზეა, ხოლო ზედა ნაწილი კრატერის რგოლის გარე დახრილობის ბოლოშია. ეს ზოლი, სავარაუდოდ, შეჯახების დროს წარმოქმნილი დნობის ნაკადს წარმოადგენს. კლემენტინის ზონდით მიღებული მონაცემების თანახმად, ამ ზოლში რკინის (II) ოქსიდის (FeO) მასური წილი 2-4%-ით მეტია, ვიდრე მიმდებარე კლდეში, რაც ხსნის ზოლის დაბალ ალბედოს.

არისტილოსი შეტანილია მთვარისა და პლანეტარული ასტრონომიის ასოციაციის (ALPO) კაშკაშა სხივების კრატერების სიაში და შიდა დახრილობაზე მუქი რადიალური ზოლების კრატერების ALPO სიაში.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არისტილოსი კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 33°38′N 4°32′E / 33.64° ჩ. გ. 4.53° ა. გ. / 33.64; 4.53 (Аристилл A) 4.4
B 34°48′N 1°56′W / 34.80° ჩ. გ. 1.93° დ. გ. / 34.80; -1.93 (Аристилл B) 8.0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1. 
  1. 1 2 3 4 5 6 7 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
  2. 1 2 3 4 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Aristillus
  3. С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22