შინაარსზე გადასვლა

არისტილოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არისტილოსი
დაბ. თარიღი ძვ. წ. IV საუკუნე
დაბ. ადგილი სამოსი
გარდ. თარიღი ძვ. წ. III საუკუნე
საქმიანობა ასტრონომი და მათემატიკოსი

არისტილოს სამოსელი (ძვ. ბერძნ. Ἀρίστυλλος ὁ Σάμιος; დ. ძვ. წ. IV საუკუნე — გ. ძვ. წ. III საუკუნე) — ძველი ბერძენი ასტრონომი, რომელიც ალექსანდრიაში მოღვაწეობდა.

ტიმოქარისთან ერთად მან შეადგინა ძვ. წ. 296-დან 272 წლამდე ანტიკურ ისტორიაში კოორდინატების მქონე ვარსკვლავების პირველი კატალოგი. ერთი კოორდინატი იყო ეკლიპტიკური განედი, მეორე ეკლიპტიკური გრძედი, რომელიც იზომებოდა კაშკაშა ვარსკვლავებიდან. არისტილოსი და ტიმოქარი კოორდინატების გაზომვისას ეკვატორულ წრეებს იყენებდნენ. მათი პლანეტარული დაკვირვებები მოგვიანებით ჰიპარქემ გამოიყენა.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთერთ კრატერს დაარქვეს არისტილოსი.

  • Аристил // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Davenhall, A. Clive (2014). "Aristyllus". Biographical Encyclopedia of Astronomers. p. 106. doi:10.1007/978-1-4419-9917-7_9010. ISBN 978-1-4419-9916-0.
  • Hockey, T.; Bracher, K.; Bolt, M.; Trimble, V.; Palmeri, J.A.; Jarrell, R.; Marché, J.D.; Ragep, F.J. (2007). Biographical Encyclopedia of Astronomers. Springer. p. 62. ISBN 9780387304007. Retrieved 2014-12-10.
  • "A Dictionary of Greek and Roman biography and mythology, Abaeus, Ari'stophon, Aristyllus". perseus.tufts.edu. Retrieved 2014-12-10.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Greek astronomy. www-history.mcs.st-and.ac.uk. ციტირების თარიღი: 2014-12-10