არისტარქოს სამოსელი
| არისტარქოს სამოსელი | |
|---|---|
| ძვ. ბერძნ. Ἀρίσταρχος ὁ Σάμιος | |
|
| |
| დაბ. თარიღი | ძვ. წ. 310[1] |
| დაბ. ადგილი | სამოსი[1] |
| გარდ. თარიღი | ძვ. წ. 230[1] |
| გარდ. ადგილი | ალექსანდრია |
| მოქალაქეობა | სამოსი |
| საქმიანობა | ასტრონომი[1] |
არისტარქოს სამოსელი,[2] არისტარქე სამოსელი (ძვ. ბერძნ. Ἀρίσταρχος ὁ Σάμιος; დ. ძვ. წ. 310, სამოსი — გ. ძვ. წ. 230, ალექსანდრია) — ძველი ბერძენი ასტრონომი და გეომეტრი. არქიმედეს გადმოცემით, არისტარქე სამოსელს დაუწერია ჩვენამდე მოუღწეველი თხზულება, რომელშიც გადმოცემული იყო სამყაროს აგებულების ჰელიოცენტრული სისტემა. არისტარქე სამოსელის აზრით, ვარსკვლავები დედამიწიდან ძალიან შორს არიან და დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძისა და მზის გარშემო, რომელიც ცის სფეროს ცენტრში მდებარეობს. არისტარქე სამოსელი ამ მოძღვრების გამო ერეტიკოსად მიიჩნიეს და ათენიდან გააძევეს, ჩვენამდე შემონახულია არისტარქე სამოსელის ერთადერთი მცირე მოცულობის ნაშრომი – „მზისა და მთვარის ზომებისა და დედამიწამდე მანძილების შესახებ“.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს არისტარქოსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 569.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 Biographical Encyclopedia of Astronomers — NYC: Springer Science+Business Media, 2007. — 1348 p. — ISBN 978-0-387-31022-0 — doi:10.1007/978-0-387-30400-7
- ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2023. — გვ. 40.