არისტარქე სამოთრაკიელი
იერსახე
| არისტარქე სამოთრაკიელი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | ძვ. წ. 217 |
| დაბ. ადგილი | სამოთრაკი |
| გარდ. თარიღი | ძვ. წ. 144 |
| გარდ. ადგილი | Cyprus |
| მოქალაქეობა | ალექსანდრია |
| საქმიანობა | მწერალი, ბიბლიოთეკარი და კრიტიკოსი |
| მუშაობის ადგილი | ალექსანდრიის ბიბლიოთეკა |
| განთქმული მოსწავლეები | Apollodorus of Athens, Dionysius Thrax, Parmeniscus და Menecrates of Nysa |
არისტარქე სამოთრაკიელი (ძვ. ბერძნ. Ἀρίσταρχος ὁ Σαμόθραξ; დ. ძვ. წ. 217 — გ. დაახლ. ძვ. წ. 144) — ძველი ბერძენი გრამატიკოსი და კრიტიკოსი, ალექსანდრიული ფილოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. იყო არისტოფანე ბიზანტიონელის მოწაფე. სახელი გაითქვა ბერძენ ავტორთა ნაწარმოებების, განსაკუთრებით კი ჰომეროსის პოემების განმარტებებით და კრიტიკული გამოცემებით ლიტერატურულ-კრიტიკულ თხზულებებში არისტარქე სამოთრაკიელი განიხილავს ტექსტის გამოცემისას და დადგენის მეთოდებს, ილაშქრებს ჰომეროსის ტექსტის მცდარი ინტერპრეტაციების წინააღმდეგ, გამოთქვამს საყურადღებო მოსაზრებებს გრამატიკის საკითხებზე. არისტარქე სამოთრაკიელის ნაშრომთაგან შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 569.