არითმომეტრი

არითმომეტრი (ბერძ. αριθμός — „რიცხვი“ და μέτρον — „მეტრი“) — მაგიდის საანგარიშო, ამომხსნელი მანქანა, რომელიც განკუთვნილია არითმეტიკული ოპერაციების შესასრულებლად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1641 წელს პირველი გამომთვლელი მანქანა გამოიგონა ბლეზ პასკალმა. პირველი პრაქტიკული მანქანა, რომელიც ასრულებდა 4 არითმეტიკულ მოქმედებას, გერმანელმა მესაათემ ჰანმა 1790 წელს გააკეთა. გამომთვლელი მანქანების წარმოებას 1890 წელს რუსეთში საფუძველი ჩაუყარა პეტერბურგელმა მექანიკოსმა ვ. ოდნერმა. მისი მანქანები არითმომეტრის შემდგომი მოდელების პროტოტიპად იქცა.
მექანიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არითმომეტრს აქვს რიცხვების დასაყენებელი და მათი მრიცხველზე გადასატანი მექანიზმი, ბრუნთა მრიცხველი, შედეგის მრიცხველი, ნულზე დასაყენებელი ანუ წამშლელი მოწყობილობა, აგრეთვე ხელის ან ელექტრული ამძრავი.
მოდელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არითმომეტრის საბჭოთა მარკებია: „ფელიქსი“, ნახევრად ავტომატური „ვკ-2“ და ავტომატური „ვკ-3“. გამომთვლითი ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებით არითმომეტრი შეცვალა უფრო თანამედროვე კლავიშებიანმა გამომთვლელმა მანქანებმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 568.