არიეჟული ბრაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არიეჟული ბრაკი
წარმოშობის ქვეყანა საფრანგეთი
თვისებები
წონა 25-30 კგ.
სიმაღლე 60-67 სმ.
ბეწვი თეთრი ჟღალით
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

არიეჟული ბრაკი (ფრანგ. Braque de l'Ariège) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში XIX საუკუნეში.

ვერსალში გამოფენილ ჟ.უდრის ნახატებს თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ოდესღაც მძიმეწონიანი და ნელი არიეჟული ბრაკი "მეფის თეთრი ძაღლისგან" იღებს სათავეს. თანამედროვე მოხდენილი და სწრაფი არიეჟი XX საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ამ ჯიშს დაემატა მსუბუქი სენ-ჟერმენული ბრაკის სისხლი. არიეჟი - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ძლიერი ფრანგული მეძებარია. ის კარგად მუშაობს კვალზე, სიხარულით დარბის მდელოებსა და ჭაობებში.

ორიეჟს მუდმივი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება: ოთხ კედელში გამოკეტილმა ამ ძაღლმა შეიძლება დესტრუქციულად იმოქმედოს, ან ხმამაღლა იყმუვლოს. თუ არიეჟის ყოლა მხოლოდ კომპანიონის სახით გინდათ, სულ პატარა ასაკში უნდა შეიძინოთ: მას პატარაობიდანვე სჭირდება პატრონთან შეჩვევა. არიეჟისგან ცუდი მოდარაჯე გამოდის, თუმცა მისი ზომები ნებისმიერ დამნაშავეს დააბნევს.

არიეჟულ ბრაკის აქვს საკმაოდ ვიწრო, ოდნავ მომრგვალებული, თავის ქალა, სწორი ძლიერი უკანა ფეხები, სწორი და საკმაოდ განიერი მხრები. ძირითადად თეთრ ფონზე მიმობნეულია ჟღალი ლაქები. არიეჟული ბრაკი კარგად ეგუება სიცივეს და სიცხეს, ასევე არ უჭირს ქალაქის პირობებში ცხოვრება. ადვილად იწვრთნება. ადვილად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: