არიელ აგემიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არიელ აგემიანი
სრული სახელი ჰარუთინ ,,არიელ“ პასკალ აგემიანი
დაიბადა 1904 წელი
დაბადების ადგილი ბურსა, ოსმალთა იმპერია
გარდაიცვალა 1963(1963)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი[1] [2]
ეროვნება სომეხი
ჟანრი პორტრეტი

ჰარუთინ ,,არიელ“ პასკალ აგემიანი (სომხ. Հարություն "Արիել" Ստեփանի Աճեմյան, დ.1904 — გ.1963) — იტალიაში მოღვაწე სომეხი მხატვარი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური წარმოშობის აგემიანი ბურსაში, ოსმალეთის იმპერიაში დაიბადა. მან ვენეციის ხელოვნების აკადემია (Accademia di Belle Arti di Venezia) ოქროს მედალზე დაამთავრა და 1926 წელს ხელოვნების ასოციაციის (Associazione Artistica) ჯილდო მიიღო.[3] სომხების გენოციდის დროს, აგემიანის მამა მის თვალწინ მოკლეს. იგი დაშორდა ოჯახს და ვენეციაში გადავიდა სასწავლებლად. 1931 წლამდე მუშაობდა იტალიაში და 1931 წლიდან - 1938 წლამდე პარიზში მოღვაწეობდა. მას აქვს დახატული სომეხი ხალხის ძველი და თანამედროვე ისტორიის ამსახველი ნახატები, რომლებიც ხშირად შთაგონებულია იტალიური რენესანსის ალეგორიული ნახატებით. აგემიანი ასევე იყო პორტრეტისტი და პეიზაჟისტი. ის ასევე ჰქმნიდა ფრესკებს სასულიერი და საერო თემებზე. მისი ნაუშებრები სომხურ კათოლიკურ ეკლესიებშია შემორჩენილი, რომლებიც საფრანგეთში, იტალიაში, თურქეთში და აშშ-ის ნიუ-იორკისა და მასაჩუსეტსის შტატებში მდებარეობენ. ამ ნამუშევრების გარდა, ნახატები განთავსებულია ვენეციის მეხითარისცის კოლეჯში, კუნძულ სან ლაცარო დეგლასზე მდებარე მონასტერში და მხატვრის ამერიკელი მეგობრების სახლებში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არიელ აგემიანის მხატვრული მოღვაწეობა საფრანგეთში დაიწყო. 1931–1938 მისი ნახატების გამოფენები მოეწყო: პარიზში, ვენაში, ვენეციასა და მილანში. იგი ძირითადად რელიგიური თემატიკის ნახატებს ქმნიდა. აგემიანის შექმნილ ფრესკებში იგრძნობა ძველი პერიოდის მხატვრების, მაგალითად ტიციანის გავლენა. ის ასევე ჰქმნიდა: პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟებს და ბრძოლის სცენებს. მას დახატული აქვს რომის პაპის, პიუს XI-ს პორტრეტი. აგემიანი განსაკუთრებით ცნობილია 1935 წელს შექმნილი ნახატით, სახელწოდებით ,,ქრისტეს სახე“, რომელიც მან ქრისტეს სუდარის ნეგატივზე დაყრდნობით შექმნა.[4]

ის 1938 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ეს გადაწყვეტილება მხატვრისთვის ახალი ეპოქის დასაწყისად ითვლება. ნიუ-იორკში 1938 წელს მოწყობილ გამოფენაზე კრიტიკოსებმა აგემიანის შესახებ განაცხადეს, რომ: „მხატვარს განსხვავებული ნიჭი აქვს, ის ნამუშევრებში იყენებს სასიამოვნო ფერებსა და რომანტიკულ მიდგომას“.[5] ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ აგემიანის ნამუშევრებში „მისი ევროპული ტექნიკა“ იგრძნობოდა.[6]

არიელ აგემიანი ამერიკაში ჩასვლიდან მალევე გაწევრიანდა სტუდიაში, სადაც მას წვრთნიდნენ ცნობილი მხატვრები: ერიკ შმიდტი და რიჩარდ მანტია. არიელმა ცოლად შეირთო მარია როქსასი 1939 წლის ივნისში. მათ შეეძინათ ვაჟი, სტეფანი და ქალიშვილი, ანიგი.

1943 წელს აგემიანმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. მან წიგნებისთვის 500-ზე მეტი ილუსტრაცია დახატა. ტურინის სუდარის მისეულ რეპროდუქციას მეცნიერები ყველაზე ზუსტად მიიჩნევენ.[7] ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მხატვრის ტექნიკა კიდევ უფრო დაიხვეწა. 1939 წლიდან მისი ნახატები საჯაროდ აღარ გამოფენილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Agemian, Ariel (1958). My Mass Explained and Illustrated. New York: Confraternity of the Precious Blood. 
  • „Ariel Agemian Exhibits“. Arts Magazine. 13: 15–16. 1938.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. Armenian Concise EncyclopediaՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 1.
  3. Morro, Clement (1934). "Ariel Adjemian" დაარქივებული 2020-10-21 საიტზე Wayback Machine. (PDF). La Revue Moderne. Paris. Retrieved 2016-06-25.
  4. Corrao Jr., Turi (1939-04-19)."Exhibition Of Paintings Of Noted Foreign Artist" დაარქივებული 2020-10-17 საიტზე Wayback Machine. (PDF). Morristown Daily Record. Retrieved 2016-06-25.
  5. Corrao Jr., Turi (1939-04-19). „Exhibition Of Paintings Of Noted Foreign Artist“ (PDF). Morristown Daily Record. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2016-08-13. ციტირების თარიღი: 2016-06-25.
  6. Edmonds, Carol (December 1973). „Agemian Paintings Not Typical Local Display; Range is from Artificial Paradise to Ascension“ (PDF). Grand Junction Daily Sentinel. ციტირების თარიღი: 2016-06-25.
  7. "Ariel Agemian (Knight of St. Gregory) 1904-1963". PeopleOfAr. 2011-12-09. Retrieved 2016-06-25.