შინაარსზე გადასვლა

არიელი (ლექსთა კრებული)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„არიელი“
ავტორი სილვია პლათი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი პოეზია
გამომცემელი Faber and Faber
გამოცემის თარიღი 1965
გვერდი 85 (Harper & Row-ის პირველი გამოცემა)
ISBN ISBN 0060908904

არიელისილვია პლათის რიგით მეორე ლექსთა კრებულია. იგი პირველად გამოქვეყნდა 1965 წელს მისი თვითმკვლელობიდან ორი წლის შემდეგ. კრებული თავისი თავისუფლად მიმდინარე სახეებითა და მწერლითვის დამახასიათებელი საშიში ფსიქიკური პეიზაჟებით ადრინდელი ლექსებისგან განსხვავდება.[1]

ამერიკელი პოეტი და მწერალი სილვია პლათი

„არიელი“ ითვლება პლათის ყველაზე ძლიერ და გავლენიან ნაშრომად. მასში მწერლის ხმა მეტადაა გამოკვეთილი. კრებულში არსებული ლექსები ეხება ისეთ კომპლექსურ და რთულ თემებს, როგორიცაა იდენტობა, სიკვდილი, ოჯახური ურთიერთობები.

„არიელის" რედაქტორი სილვია პლათის მეუღლე ტედ ჰიუზი იყო. მან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა კრებულისთვის განკუთვნილ გეგმაში, კერძოდ: შეცვალა ლექსების მიმდევრობა, ზოგიერთი ნაწარმოები ამოიღო და მათ ადგილას სხვები დაამატა.[2]

1966 წელს ლექსთა კრებულის პირველი ამერიკული გამოცემა გამოქვეყნდა. ის შეიცავდა პოეტ რობერტ ლოუელის წინასიტყვაობას. აღნიშნული წინასიტყვაობა სიმბოლური იყო, რადგან BBC-ის ინტერვიუში სილვია პლათმა აღნიშნა, რომ ლოუელის წიგნმა (Life Studies) საგრძნობლად იმოქმედა თავისი შემოქმდებითი კარიერის ბოლო წლებზე. ამავე ინტერვიუში სილვია პლათმა ისაუბრა პოეტი ან სექსტონის გავლენაზე. მწერალი დაინტერესებული იყოს ან სექსტონის შემოქმედებით, რადგან ისიც დაინტერესებული იყო ტაბუირებული, ბნელი, ცხოვრებისეული თემატიკით.

2004 წელს „არიელის" ახალი გამოცემა გამოქვეყნდა. აღნიშნულ კრებულში ლექსების განლაგება ავტორიესეულია. 2004 წლის გამოცემა ასევე შეიცავს წინასიტყვაობას ფრიდა ჰიუზისგან, სილვია პლათისა და ტედ ჰიუზის ქალიშვილისგან. ეს გამოცემა მნიშვნელოვანი იყო, რადგან მკითხველს საშუალება ეძლეოდა თავად ავტორის ხედვა გაეზიარებინათ. ეს კი განსხვავდებოდა ტედ ჰიუზის მიერ რედაქტირებული ვერსიისგან. აღდგენილი ვერსია უკეთ ასახავს პლათის მხატვრულ განზრახვას და იძლევა ავთენტურ წარმოდგენას მისი ბოლოდროინდელი შემოქმედებითი პერიოდის შესახებ.

  1. On "The Colossus". English.illinois.edu. ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  2. YouTube. YouTube. ციტირების თარიღი: 2013-09-09.