არიდული მცენარეულობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არიდული მცენარეულობა (ლათ. aridus - მშრალი, გამხმარი, მწირი), მცენარეულობა, რომელიც გავრცელებულია მშრალი ჰავის პირობებში (უდაბნო, ველი), სადაც აორთქლებული ტენის რაოდენობა მოსულ ნალექებს აღემატება. არიდული მცენარეულობას განეკუთვნება:

  • მრავალწლოვანი მცენარეები, რომლებსაც სიმშრალეში აორთქლების მცირე ინტენსივობა და ქსოვილებში წყლის დიდი რაოდენობით შეწოვისა და დაგროვების უნარი აქვთ (სუკულენტები);
  • მრავალწლოვანი მცენარეები, რომლებიც მშრალ პერიოდში დროებით კარგავენ მიწისზედა ორგანოებს, ტენით უზრუნველყოფის დროს კი კვლავ არადგენენ დაკარგულ ორგანოებსა და ფიზიოლოგიურ ფუნქციებს (ეფემეროიდები);
  • ერთწლოვანი მცენარეები, რომლებიც გავლვის დაწყებამდე ასწრებენ სასიცოცხლო ციკლის გავლას (ეფემერები).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე,ტ. 1, გვ. 566, თბ., 1975