შინაარსზე გადასვლა

არიდეოსი (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
არიდეოსი
ლათ. Ariadaeus
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 0.39 კმ (2015)[1]
დიამეტრი 10.40 კმ[2]
მოცულობა 44.99 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 1.71 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ფილიპე III არიდეოსი
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
4.55° ჩ. გ. 17.28° ა. გ. / 4.55° ჩ. გ. 17.28° ა. გ. / 4.55; 17.28
ციური სხეული მთვარე
არიდეოსი (მთვარის კრატერი) — მთვარე
არიდეოსი (მთვარის კრატერი)
არიდეოსი ვიკისაწყობში

კრატერი არიდეოსი (ლათ. Ariadaeus) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა მაკედონიის მეფის, ფილიპე III არიდეოსის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება გვიანიმბრიული ეპოქით ივარაუდება.[1]

კრატერის სახელწოდება მომდიანრეობს მისი ეპონიმის ფილიპე III არიდეოსის[3] (ძვ. ბერძნ. Φίλιππος Ἀῤῥιδαῖος) მიხედვით. ინგლისურად კრატერის სახელწოდება (ინგლ. Arrhidaeus) შეესატყვისება ეპონიმს, ისევე, როგორც რუსულში ერთნაირია კრატერის და ეპონიმის მართლწერა (რუს. Аридей).[4] შესაბამისად ქართულად კრატერის სახელწოდება უნდა იმეორებდეს ეპონიმის ქართულში დამკვიდრებულ ვარიანტს.

კრატერი მდებარეობს არიდეუსის ნაპრალის აღმოსავლეთ ბოლოში; კრატერის ჩრდილოეთით მდებარეობს სოზიგენეს ნაპრალები, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით - რიტერის ნაპრალები. კრატერის უახლოესი მეზობლებია ჩრდილო-დასავლეთით მდებარე იულიუს კეისრის კრატერი; ჩრდილოეთით მდებარე სოზიგენეს კრატერი; აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე არაგოს კრატერი; აღმოსავლეთით მდებარე მანერსის კრატერი; სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რიტერის კრატერი; სამხრეთით მდებარე დიონისეს კრატერი; სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დარეს კრატერი; და დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კეილისა და მორგანის კრატერები.[5] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 4°33′N 17°17′E / 4.55° ჩ. გ. 17.28° ა. გ. / 4.55; 17.28, დიამეტრი — 10.40 კმ,[2] სიღრმე — 1.71 კმ.[1]

კრატერს აქვს თასის ფორმის მრავალკუთხა ფორმა; რგოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ფარავს თანამგზავრული კრატერი არიდეუს A (იხილეთ ქვემოთ). კრატერის კიდე მიმდებარე რელიეფიდან 0.39 კმ-ის სიმაღლეზეა აწეული,[1] ხოლო კრატერის მოცულობა დაახლოებით 44.99 კმ-ია.[1] მორფოლოგიური მახასიათებლების საფუძველზე, კრატერი კლასიფიცირდება, როგორც ALC კრატერი (სახელი ამ კლასის ტიპიური წარმომადგენლის, ალ-ბატანი C-ს მიხედვით დაერქვა). შროტერის სიკაშკაშის ცხრილში კრატერის სიკაშკაშე 7°-ია.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არიდეოსი კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 4°38′N 17°29′E / 4.64° ჩ. გ. 17.49° ა. გ. / 4.64; 17.49 (Аридей A) 7.9
B 4°54′N 15°04′E / 4.90° ჩ. გ. 15.06° ა. გ. / 4.90; 15.06 (Аридей B) 7.8
D 4°53′N 17°02′E / 4.88° ჩ. გ. 17.03° ა. გ. / 4.88; 17.03 (Аридей D) 3.9
E 5°19′N 17°38′E / 5.32° ჩ. გ. 17.63° ა. გ. / 5.32; 17.63 (Аридей E) 22
F 4°19′N 18°01′E / 4.32° ჩ. გ. 18.01° ა. გ. / 4.32; 18.01 (Аридей F) 3.2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1. 
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
  2. 2.0 2.1 2.2 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Ariadaeus
  3. გიგინეიშვილი კ., „ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, თბილისი, 1985. — გვ. 34.
  4. С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  5. Кратер Аридей на карте LAC-60.. ციტირების თარიღი: 2020-07-05