ართურ I (ბრეტანის ჰერცოგი)
| ართურ I | |
|---|---|
![]() ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცულ გენეალოგიურ ეტრატზე გამოსახული ართური | |
| ბრეტანის ჰერცოგი | |
| მმართ. წლები: | 1196—1203 |
| წინამორბედი: | კონსტანცა |
| მემკვიდრე: | ალიქსი |
| ანჟუს გრაფი | |
| წინამორბედი: | რიჩარდ I |
| მემკვიდრე: | ჯონ ტრისტანი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 29 მარტი, 1187 |
| დაბ. ადგილი: | ნანტი, ბრეტანი |
| გარდ. თარიღი: | სავარაუდოდ დაახლ. 1203 (15-16 წლის) |
| დინასტია: | პლანტაგენეტები |
| მამა: | ჯეფრი II |
| დედა: | კონსტანცა |
ართურ I (ბრეტ. Arzhur 1añ; ფრანგ. Arthur 1er de Bretagne; დ. 29 მარტი, 1187 — გ. სავარაუდოდ 1203) — რიჩმონდის მეოთხე ერლი და ბრეტანის ჰერცოგი 1196-1203 წლებში. ბრეტანის ჰერცოგის ჯეფრი II-ისა და ჰერცოგინია კონსტანცას შვილი; მის დაბადებამდე მამამისი დაიღუპა. მამის მხრიდან ინგლისის მეფე ჰენრი II-ისა და ჰერცოგინია ელეონორ აკვიტანიელის შვილიშვილი და მეფე რიჩარდ I-ის ძმისშვილი იყო.
1190 წელს უმამოდ დარჩენილი ართური ინგლისის ტახტის მემკვიდრედ მოიაზრებოდა,[1] მაგრამ 1199 წელს, სიკვდილის წინ, რიჩარდ I-მა მემკვიდრედ საკუთარი უმცროსი ძმა, ჯონი დაასახელა (ართურის მცირეწლოვნების გამო). ფილიპე II ფრანგმა ინგლისისა და ბრეტანის სამემკვიდრეო კრიზისის თავის სასარგებლოდ გამოყენება გადაწყვიტა და მცირე დროის განმავლობაში მას ართურიც მიემხრო.
1203 წელს ართური ჯონმა როვენის ციხესიმაგრეში გამოკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ართურის ზუსტი ბედი უცნობია, დიდი ალბათობით ჯონმა ის სიკვდილით დასაჯა.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
. ენციკლოპედია ამერიკანა. 1920. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |HIDE_PARAMETER15=,|HIDE_PARAMETER13=,|HIDE_PARAMETER2=,|HIDE_PARAMETER21=,|HIDE_PARAMETER8=,|HIDE_PARAMETER17=,|HIDE_PARAMETER20=,|HIDE_PARAMETER5=,|HIDE_PARAMETER7=,|HIDE_PARAMETER4=,|HIDE_PARAMETER22=,|HIDE_PARAMETER16=,|HIDE_PARAMETER19=,|HIDE_PARAMETER18=,|HIDE_PARAMETER6=,|HIDE_PARAMETER9=,|HIDE_PARAMETER10=,|HIDE_PARAMETER11=,|HIDE_PARAMETER1=,|HIDE_PARAMETER23=,|HIDE_PARAMETER14=,|HIDE_PARAMETER3=, და|HIDE_PARAMETER12=(დახმარება)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Carley & Riddy 1998, p. 28.
- ↑ Jones 2014, p. 192.
