ართურ ევანზი
| ართურ ევანზი | |
|---|---|
| ინგლ. Arthur Evans | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 8 ივლისი, 1851[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
| დაბ. ადგილი | ნეშ-მილსი, ჰერტფორდშირი |
| გარდ. თარიღი | 11 ივლისი, 1941[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (90 წლის) |
| გარდ. ადგილი | უელბერი, ოქსფორდშირი[11] |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ანთროპოლოგი, ხელოვნებათმცოდნე[13] , არქეოლოგი[14] და ნუმიზმატი |
| ალმა-მატერი | ბრასენოსის კოლეჯი[11] და ჰეროუს სკოლა[11] |
| სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[15] , ფილოსოფიის დოქტორი და honoris causa |
| მამა | ჯონ ევანზი[11] |
| დედა | Harriet Ann Dickinson[16] |
| ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი[11] , სამეფო ოქროს მედალი[11] , კოპლის მედალი[17] , რაინდი-ბაკალავრი, ნუმიზმატიკური სამეფო საზოგადოების მედალი, ანტიკვარების სამეფო საზოგადოების წევრი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი, ჰანტინგტონის მედალი, ლაიელის მედალი, ჰექსლის მემორიალური მედალი[18] და honorary doctor of the University of Bordeaux[19] |
|
გავლენა მოახდინეს | |
ართურ ჯონ ევანზი[20] (დ. 8 ივლისი, 1851, ნეშ-მილსი, ჰერტფორდშირი – გ. 11 ივლისი, 1941, იულბერი, ოქსფორდშირი) — ინგლისელი არქეოლოგი, ისტორიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1901). გეოლოგის, არქეოლოგისა და ნუმიზმატის ჯონ ევანზის ვაჟი. 1874 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი. 1875–1882 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად, ძირითადად ბალკანეთში; 1884–1908 წლებში იყო აშმოლის მუზეუმის მცველი [შემდგომში საპატიო მცველი, მუზეუმს გადასცა საკუთარი და მამის კოლექცია; ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი (1909)], ლონდონის ანტიკვარების საზოგადოების პრეზიდენტი (ავტომატურად ბრიტანეთის მუზეუმის მცველიც) 1914–1919 წლებში. 1871 წლიდან მონაწილეობდა არქეოლოგიურ კვლევებში, მ.შ. საკუთარი კვლევები განახორციელა ჩრდილო-დასავლეთ ბალკანეთში (1877–1878, 1880–1882), სამხრეთ ბრიტანეთში [რომაულამდელ (მ.შ. ეილესფორდის სამარხი, 1886) და რომაული დროის ძეგლებზე], კუნძულ კრეტაზე [1894 წელს — კვლევა, 1900–1931 წლებში (შესვენებებით) — კნოსოსის გათხრები (ძირითადად 1905 წლამდე) და რესტავრაცია]. აღმოაჩინა მინოსის კულტურა (ცივილიზაცია) და სათავე დაუდო მის შესწავლას,[21] დაადგინა კრეტა-მიკენის კულტურის ქრონოლოგია და პერიოდიზაცია, სისტემაში მოიყვანა და გამოსცა ძველი კრეტული დამწერლობის ნიმუშები.[22] ავტორია შრომებისა ანტიკური ნუმიზმატიკისა და არქეოლოგიის, კელტების კულტურისა და სხვათა შესახებ. 1911 წელს რაინდად აკურთხეს.[21]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 KNAW Past Members
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 D. Evely Evans, Sir Arthur // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T027071
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 10.0 10.1 Geographicus Rare Antique Maps biographical dictionary of cartographers
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2007.
- ↑ Dictionary of Art Historians
- ↑ Union List of Artist Names — 2019.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118685562 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ https://www.therai.org.uk/awards/honours-prior-recipients/huxley-memorial-medal-and-lecture-prior-recipients
- ↑ https://theses.hal.science/tel-01552307v2/file/These_Elsa_CLAVEL_annexes.pdf — გვ. 316.
- ↑ უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 113.
- ↑ 21.0 21.1 Эванс // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 199.
- ↑ ევანზი ართურ ჯონ // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 30.
- დაბადებული 8 ივლისი
- დაბადებული 1851
- გარდაცვლილი 11 ივლისი
- გარდაცვლილი 1941
- ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრები
- ბაკალავრი-რაინდები
- ბრიტანული აკადემიის წევრები
- ინგლისელი არქეოლოგები
- XIX საუკუნის არქეოლოგები
- ნიდერლანდების მეცნიერებისა და ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრები
- გეტინგენის მეცნიერებათა აკადემიის წევრები
- მინოსის კულტურა
- XX საუკუნის არქეოლოგები