არზუ ქეიბულაიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არზუ ქეიბულაიევა

არზუ ქეიბულაიევა (აზერ. Arzu Qeybullayeva) ასევე ცნობილი, როგორც არზუ ქეიბულა (აზერ: Arzu Qeybulla) დ. 1 აგვისტო, 1983) − აზერბაიჯანელი მიმომხილველი, ბლოგერი, რამდენიმე გაზეთისა და საინფორმაციო მედიის, მათ შორის Al Jazeera-ს, Foreign Policy-ს, Global Voices-ისა და Agos-ის ჟურნალისტი. ის აგრეთვე მუშაობდა რამდენიმე არამომგებიან ორგანიზაციასა და ანალიტიკურ ინსტიტუტში, მათ შორის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და ევროპის სტაბილურ ინიციატივაში. 2014 წელს არზუ ქეიბულაიევა იყო BBC-ის ტოპ ქალთა სიაში. ადვოკატირებს სომეხთა და აზერბაიჯანელთა შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. უკანასკნელ წლებში აზერბაიჯანის მხრიდან მის მიმართ სხვადასხვა სანქცია დაწესდა, რაც ქეიბულაიევვას Agos-თან, სომხურ გაზეთთან თანამშრომლობით იყო გამოწვეული. ადამიანის ულებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნული სანქციები დაგმეს. ქეიბულაიევა ამჟამად ვაშინგტონში ცხოვრობს.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არზუ ქეიბულაიევა დაიბადა 1983 წლის 1 აგვისტოს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. მამამისი, ქეიბულა ქეიბულაიევი პროფესორი იყო. ქეიბულაიევამ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ბაკალავრის ხარისხი თურქეთში, ანკარაში, ბილკენტის უნივერსიტეტში მოიპოვა. შემდეგ სწავლა განაგრძო ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში, სადაც მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო.[1][2][3] ქეიბულაიევას კარიერა ლონდონში, ოქსფორდის ბიზნეს ჯგუფის მკვლევრად დაიწყო. აფრიკასა და აზიაში რამდენიმე პროექტში აქტიურად მონაწილეობდა, უზრუნველყო ლიბიის საბაზრო გამოკითხვათა დეტალური ანალიზი.[4] მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, ბაქოში. როგორც ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მოხელე, დაახლოებული იყო ადგილობრივ პოლიტიკოსებთან და ახალგაზრდა აქტივისტებთან.[2][5]

2007 წელს, სტამბოლში ყოფნისას ქეიბულაიევამ მუშაობა დაიწყო ევროპის სტაბილურ ინიციატივაში, არამომგებიან კვლევით და საჯარო-მმართველობით ინსტიტუტსა და სამხრეთ-აღმოსავლეთევროპის ანალიტიკურ ინსტიტუში.[6] 2008 წლის სექტემბერში ქეიბულაიევამ ბლოგის, „Flying Carpets and Broken Pipelines“ (მფრინავი ხალიჩები და გატეხილი მილსადენები), წარმოება დაიწყო. 2009 წლიდან იტალიაში ჩამოყალიბებული ანალიტიკური ინსტიტუტის, Osservatorio Balcani e Caucaso, მიმომხილველი გახდა.[6]

2011 წლიდან კონფლიქტის გარდაქმნის წარმოსახვითი ცენტრის, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობის დარეგულირების ორგანიზაციის, თანადირექტორი იყო.[7] ამჟამად ინტერნეტ პლატფორმის, ნეიტრალური ზონა, რედაქტორია, რომელიც სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტასა და ერებს შორის კულტურულ და სოციალურ ურთიერთქმედებას ცდილობს.

2013 წლიდან ქეიბულაიევა მუშობდა Agos-ის (სომხური ორკვირეული გაზეთი, რომელიც სტამბოლში გამოიცემა) კორესპონდენტად. იმავე წელს, პენსილვანიაში, ფილადელფიაში დაფუძნებული ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის, საგარეო საქმეთა კვლევის ინსტიტუტის ასოცირებული მეცნიერი გახდა.[8]

ქეიბულაიევა ამჟამად სტამბოლში ცხოვრობს.[9] ფლობს ინგლისურ, აზერბაიჯანულ, თურქულ და რუსულ ენებს.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Beni öldürmek kimin işine yarayacak?“. Gerçek Gündem. October 27, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 17, 2015. ციტირების თარიღი: November 6, 2015.
  2. 2.0 2.1 Arzu Geybullayeva. Imagine: Center for Conflict Transformation. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 26, 2016. ციტირების თარიღი: ნოემბერი 5, 2019.
  3. „Bir güvercin tedirginliği daha“ (Turkish). Evrensel. October 27, 2014.
  4. Biographies of the participants. Barcelona Centre for International Affairs (November 23, 2009).
  5. Youth activist, blogger final speaker in Dole Institute's Soviet Union series. University of Kansas (November 16, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 17, 2015. ციტირების თარიღი: ნოემბერი 5, 2019.
  6. 6.0 6.1 „Azerbaijani Journalist and Human Rights Activist Arzu Geybulla“. Sampsonia Way. June 24, 2015.
  7. „Journalists under threat, the Geybullayeva case“. Osservatorio Balcani e Caucaso. July 22, 2015.
  8. The Future of the Global Order: The Challenges for Small Democratic Countries. Institute of International Relations Prague. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-05. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  9. Arzu GeybullayevaReporter
  10. „2014–2015 Fellows“. Radio Free Europe/Radio Liberty.