არზამასის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არზამასის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი
არზამასის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი — რუსეთი
არზამასის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°23′09″ ჩ. გ. 43°48′53″ ა. გ. / 55.38583° ჩ. გ. 43.81472° ა. გ. / 55.38583; 43.81472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა არზამასი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5200204000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1580

არზამასის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი (რუს. Свято-Николаевский монастырь) — ედდათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ არზამასში. მდებარეობს ტაძრის მოედანზე. დაარსებულია 1580 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დააარსა ივანე მრისხანემ 1580 წელს[1]. ეკლესიის მშენებლები იყვნენ არზამასის მცხოვრებლები ტეოფილაქტე იაკოვლევი, რომელიც შემდეგ სამონასტრო ცხოვრებას შეუდგა[1]. თავდაპირველად ააგეს ხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომლის საფუძველზეც შემდეგ ჩამოყალიბდა დედათა მონასტერი.

ხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია არაერთგზის დაიწვა. 1683 წელს ააგეს ქვის ეკლესია. 1723 წელს ხანძრის შემდეგ აღადგინეს.

1764 წლიდა მესამე კლასის დედათა მონასტერია[2].

1811 წელს ხის ტაძრის ადგილზე ააგეს ქვის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც აკურთხეს 1813 წელს. 1878 წელს განაახლეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.

მონასტერი დაიხურა 1924 წელს[2], ხოლო აღსდგა 1994 წელს[2]. ამავე წელს აკურთხეს ზედა ზამთრის მინაშენი მაცხოვრის გამოცხადების სახელზე. 1995 წელს შედგა ქვედა საკურთხევლის კურთხევა ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე. სავანეში ცხოვრობდა 25 მორჩილი[2]. 2017 წლის 28 დეკემბერს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა გიორგიმ შეასრულა მაცხოვრის გამოცხადების ეკლესიის კურთხევა[3].

2001 წელს მონასტერს გადაეცა არზამასის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. 2005 წელს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა გიორგიმ შეასრულა ლოცვა ახლადაღდგენილ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში[4].

სიწმინდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემო ეკლესიაში დაცულია: ღვთისმშობლის ორი სასწაულმოქმედი ხატი[1], ხოლო ზედა ეკლესიაში[1]: წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხატი, მატრონა მოსკოველისა და ტატიანას ხატი, მათი წმინდა ნაწილებით. სარკოფაგი, რომელშიც შემონახულია ოპტინის მამათა და სხვა წმინდანების წმინდა ნაწილები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Святыни земли Нижегородской. Свято-Николаевский женский монастырь დაარქივებული 2013-05-22 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская епархия
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Действующие монастыри. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-11.
  3. Дарья Петрова. (2017-12-28) В Свято-Николаевском монастыре Арзамаса освящен собор в честь Богоявления Господня. Нижегородская митрополия. ციტირების თარიღი: 2017-12-31.
  4. 25 мая 2005 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2010-01-12.