არზამასის ფერისცვალების მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არზამასის ფერისცვალების მონასტერი
View from the Monastery - panoramio.jpg
არზამასის ფერისცვალების მონასტერი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°23′05″ ჩ. გ. 43°49′05″ ა. გ. / 55.38472° ჩ. გ. 43.81806° ა. გ. / 55.38472; 43.81806
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა არზამასი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210077000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1555

არზამასის ფერისცვალების მონასტერი (რუს. Спасо-Преображенский монастырь) — მამათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ არზამასის ცენტრში. დაარსებულია დაახლოებით 1555 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი დაარსდა დაახლოებით 1555 წელს ტბის ნაპირზე. დაარსების დღიდან იმყოფებოდა სრულიად რუსეთის მიტროპოლიტების, ხოლო შემდეგ პატრიარქების დაქვემვებარებაში[1]. მონასტრის მოღვაწეობის შედეგად არზამასის მხარეში დაჩქარდა ქრისტიანობის გავრცელება.

ეკლესია თავდაპირველად იყო ხისგან აგებული, დროთა განმავლობაში იგი შეცვალეს ქვის ნაგებობებით. არზამასის უძველესი ტაძარია არზამასის ფერისცვალების ტაძარი. აღნიშნული ტაძარი პირველი ნაგებობაა, რომელიც ააშენეს ქვის მასალისგან და შემონახულია დღევანდელ დღემდე.

XX საუკუნის დასაწყისში მონასტერში იყო სამი ტაძარი და სამრეკლო. მონასტერი არის მესამე კლასის საერთო საცხოვრებელი, მონასტერთან მდებარეობს სასულიერო სასწავლებელი და საბავშვო სახლი.

1927 წელს ფერისცვალების მონასტერი დაიხურა. გაძარცვეს და საკმაოდ დაზიანდა. დახურვის შემდეგ მასში განათავსეს სამკერვალო ფაბრიკა, შემდეგ კი დღევანდელ ეპოქამდე ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო არქივის შენობა.

2005 წლის 20 აპრილს წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება მონასტრის გახსნის შესახებ. მონასტერი გადაიტანეს ახლადაღდგენილ არზამასის ხარების ეკლესიაში, რომელიც რევოლუციამდე სამრევლო ეკლესია იყო.

ხარების მრევლი განთავსდა მაცხოვრის მონასტრის ახლოს, ციხესიმაგრის კედლებთან ახლოს. 1775-1788 წლებში ხის და ქვის ეკლესიის ადგილზე ააგეს ახალი ეკლესია. არქიტექტურა ნასესხები იყო მიძინების ტაძრიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ააგეს საროვის ღვთისმშობლის მიძინების უდაბნოში.

ხარების ეკლესია დახურეს 1929 წელს. მასში განათავსეს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. მოგვიანებით ეკლესიაში განათავსეს საწყობი.

ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო 2004-2005 წლებში. 2006 წლის შობას აღესრულა პირველი საღვთო ლიტურგია.

ასევე აღადგინეს ეგვტერი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე, რომელიც მდებარეობდა ხარების ეკლესიის ახლოს.

2008 წლის 6 ოქტომბერს მამასახლისად დაინიშნა მღვდელი პაისი (იაცკო)[2]. 2016 წლის 7 მაისიდან მამასახლისის მოვალეობას ასრულებს არქიმანდრიტი ტიხონ (ზატიოკინი) ნიჟნი-ნოვგოროდის პეჩერის ამაღლების მონასტრის მამასახლისი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В Арзамасе увековечат память первого председателя Вологодского отдела ИППО епископа Алексия (Соболева). Россия и Христианский Восток: история, наука, культура (2016-09-30). ციტირების თარიღი: 2017-02-12.
  2. Анна Ермолина. (2008-10-08) Наместником Спасо-Преображенского мужского монастыря города Арзамаса назначен иеромонах Паисий (Яцко). Нижегородская епархия. ციტირების თარიღი: 2017-02-12.