არზამასის აღდგომის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არზამასის აღდგომის ტაძარი
Arzamas Resurrection Cathedral IMG 9666 1725.jpg
არზამასის აღდგომის ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°23′12″ ჩ. გ. 43°48′48″ ა. გ. / 55.38667° ჩ. გ. 43.81333° ა. გ. / 55.38667; 43.81333
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა არზამასი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210079001
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1814-1842

არზამასის აღდგომის ტაძარი (რუს. Воскресенский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი არზამასში (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი). მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ეკლესიას დომინირებული მდგომარეობა უკავია არზამასის ტაძრის მოედანზე. იგი ააშენეს 1812 წელს და მიუძღვნეს რუსი ხალხის გამარჯვებას 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომში.

შენობის ასაშენებლად დაიხარჯა 5,5 მლნ აგური, 1 000 კუბური მეტრი ფუნდამენტის ქვა და 164 ტონა რკინა. ეკლესიის პროექტი შეადგინა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიხაილ კორიფსკმა (1788-1851 წწ.), რომელიც იყო ცნობილი რუსი არქიტექტორის ა. ვორონიხინის მოსწავლე.

არზამასის აღდგომის ტაძარი ქალაქის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა. იგი დაგას მაღალ გორაზე. შენობას აქვს ბერძნული ჯვრის ფორმა, რომელიც ჩასმულია კვადრატში. ტაძრის სიგრძე და სიგანე არის 30 საჟენი (63 მეტრი და 90 სმ), ხოლო სიმაღლე 22 საჟენი (46 მ 86 სმ). ფრონტონებზე გამოსახულია ბიბლიური სცენების ამსახველი ფრესკები: „ქრისტეს აღდგომა“ (აღმოსავლეთის ფრონტონი), „აბრაამის მიერ სამების ხილვა“ (სამხრეთი ფრონტონი), „ყველა წმინდანის კრება (დასავლეთი ფრონტონი), „ღვთისმშობლის საფარველი“ (ჩრდილოეთის ფრონტონი).

საბჭოთა პერიოდში ეკლესიას აფეთქება დაუპირეს, მაგრამ მოსახლეობის ძლიერი რეაქციის გამო მხოლოდ დახურეს. ეკლესიის გახსნის საკითხს განიხილავდა სრულიად რუსეთის პატრიარქი სერგი, რომელიც არზამასის მცხოვრები იყო. 1947 წელს ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა[1].

2009 წლის სექტემბერში ეკლესიას სტუმრობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე[2].

2017 წლის 13 აგვისტოს, რუსეთის პატრიარქის კირილეს დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით არზამასის აღდგომის ტაძარში ლიტურგია აღავლინა მოქმედმა პატრიარქმა კირილემ[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]