არვიდ ბერნჰარდ ჰორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰორნი.
არვიდ ბერნჰარდ ჰორნი

არვიდ ბერნჰარდ ჰორნი (შვედ. Arvid Bernhard Horn; დ. 6 აპრილი, 1664, ჰალიკო, ფინეთი — გ. 17 აპრილი, 1742, ეკებიუჰოლმი) — შვედეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. ჩრდილოეთის ომის (1700–1721) დროს მონაწილეობდა ნარვის ბრძოლაში (1700); 1704 წელს გენერალი; შვედეთის მეფის ემისარი პოლონეთში, ხელი შეუწყო პოლონეთში სტანისლავ I ლეშჩინსკის გამეფებას და ალტრანშტედტის ზავის 1706 წელს დადებას. 1709–1719 წლებში შვედეთის სამეფოს კანცლერი და სამეფოს საბჭოს პრეზიდენტი (1710–1715). ეწინააღმდეგებოდა კარლ XII-ის დაპყრობით პოლიტიკას, რის გამოც გადააყენეს. 1720–1738 წლებში ისევ კანცლერი იყო. ატარებდა მერკანტილისტურ პოლიტიკას.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]