არეშის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუკა

არეშის მაზრა (რუს. Арешский уезд) — იყო რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ელიზავეტპოლის გუბერნიის ერთ-ერთი უეზდი (ადმინისტრაციული ერთეული), რეგიონი მდებარეობდა კავკასიაში, ხოლო მისი ადმინისტაციული ცენტრი 1874 წლიდან იყო ქალაქი აღდაში,[1] საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1929 წლის ოფიციალურ გაუქმებამდე.[2][3]

გეოგრაგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არეშის მაზრა მდებარეობდა ელიზავეტპოლის გუბერნიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის ნაპირებზე, აღმოსავლეთ მხრიდან ესაზღვრებოდა ბაქოს გუბერნია, ჩრდილოეთიდან შახის მაზრა, დასავლეთითიდან ელისაბედპოლის უეზდი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან კი შუშის მაზრა. რეგიონის მთლიანი ტერიტორიის ფართობი 2 822,9 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. მისი ტერიტორია ძირითადად შედგებოდა დაბლობებისგან.[4] მაზრას ადმინისტაციული ცენტრი ჯერ აშაგი-უჩქოვაშში, შემდეგ კი აღდაშში მდებარეობდა, რომელიც ითვლებოდა უდიდეს ბამბის სავაჭრო ცენტრად მთელს ამიერკავკასიის დაბლობებს შორის.[3] 1913 წლის მდგომარეობით, უეზდის ტერიტორიის შემადგენლობაში სულ შედიოდა 43 სოფელი [5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არეშის უეზდის ტერიტორია მდებარეობდა მდინარე ტურიანის აუზის მიდამოებში. ტერიტორიას შუა საუკუნეებში არეშს ეძახდნენ (აზერ. ərəş) და იყო შირვანის პროვინციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვნად შესუსტდა ოსმალეთ - სეფიანთა განმეორებადი ომების შედეგად, საბოლოოდ კი რეგიონი დაიმორჩილა შაქის სახანომ 1750-იან წლებში. რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, არეში ბაქოს გუბერნიის შაქის უეზდის ნაწილი იყო. 1874 წელს ტერიტორია გადავიდა ახლადშექმნილ ელიზავეტპოლის გუბერნიის შემადგენლობაში. იგი საბოლოოდ გააუქმა 1929 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ და მის ადგილას შეიქმნა 1930 წელს ახალი აღდაშის რაიონი.[6]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, რეგიონის მთლიანი მოსახლეობა 67 277 ადამიანს შეადგენდა, აქედან 47 133 იყო აზერბაიჯანელი, 13 822 იყო სომეხი, 162 - რუსი და სხვა უმცირესობები.[7][8] კავკასიის კალენდრის მიხედვით (1917 წლის მონაცემები), მაზრაში სულ ცხოვრობდა 99 400 ადამიანი; აქედან 53 144 (მთლიანი მოსახლეობის 53 46%) კაცი იყო, ხოლო 46 256 კი ქალი (მთლიანი მოსახლეობის 46,54%). მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით და მებაღეობით იყო დაკავებული. ზაფხულის პერიოდში სეზონურად მათ პირუტყვი მთებში მიჰყავდნენ და მხოლოდ სექტემბერში ბრუნდებოდნენ უკან. მატყლის წარმოებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არეშის უეზდის ეკონომიკაში.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Azərbaycan Xalq Cumhuriyyətinin Ensiklopediyası. I cild. Bakı,2004. səh.370

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Agaian, Tshatur (1956) Крестьянская реформа в Азербайджане в 1870 году. Baku, Azerbaijan: National Academy of Sciences of Azerbaijan SSR, გვ. 61. ციტირების თარიღი: 2013-04-09. 
  2. Chisholm, Hugh (1910) The Encyclopædia britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information. Volume 9. Leiden, the Netherlands: The Encyclopædia Britannica Company, გვ. 280. ISBN 978-90-04-17901-1. ციტირების თარიღი: 2011-08-04. 
  3. 3.0 3.1 Большой энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. Агдаш. ციტირების თარიღი: 2011-08-05.
  4. 4.0 4.1 Большой энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. Арешский уезд. ციტირების თარიღი: 2011-08-05.
  5. Волостныя, станичныя, сельскія, гминныя правленія и управленія, а также полицейскіе станы всей Россіи съ обозначеніем мѣста ихъ нахожденія. — Кіевъ: Изд-во Т-ва Л. М. Фишъ, 1913.
  6. Khalafov, M.S. (1964) История государства и права Азербайджанской ССР. Baku, Azerbaijan: National Academy of Sciences of Azerbaijan SSR. Institute of Philosophy and Law, გვ. 46. ციტირების თარიღი: 2013-04-09. 
  7. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку и уездам Российской Империи кроме губерний Европейской России. ციტირების თარიღი: 2013-04-09.
  8. АРЕШСКИЙ УЕЗД (1897 г.). ციტირების თარიღი: 2011-08-05.