შინაარსზე გადასვლა

არეტეოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არეტეოსი
ბერძ. Ἀρεταῖος, ლათ. Aretaeus
დაბ. თარიღი I საუკუნე
დაბ. ადგილი კაპადოკია
გარდ. თარიღი II საუკუნე
გარდ. ადგილი ალექსანდრია
მოქალაქეობა ძველი რომი
საქმიანობა ექიმი

არეტეოსი,[1] არეტეოს კაპადოკიელი (ბერძ. Ἀρεταῖος ὁ Καππαδόκης, ლათ. Aretaeus; დ. დაახლ. 81 – გ. დაახლ. 138) — რომაელი ექიმი. წარმოშობით ბერძენი იყო, რომის მცირეაზიური პროვინციიდან — კაპადოკიიდან. მედიცინას სწავლობდა ალექსანდრიის საექიმო სკოლაში, რომლის დამთავრების მოწმობა საუკეთესო რეკომენდაცია იყო და სამეფო კარის თანამდებობებისკენ გზას უხსნიდა. ავტორია თხზულებებისა „მწვავე და ქრონიკული დაავადებების მიზეზებსა და სიმპტომებზე“, „მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობაზე“. არეტეოსი როგორც ეპიდემიურ დაავადებას ისე აკვირდებოდა „სირიის წყლულს“, რომლის აღწერა შეესაბამება ხახისა და ხორხის დიფთერიის კლინიკურ სურათს. დაწვრილებით აღწერა დიფთერიული კრუპის, კეთრის, შაქრიანი დიაბეტის, პნევმონიის, ასთმის კლინიკური სურათები. დაადგინა, რომ ასთმა ყველაზე ხშირად ხვდებოდა თაბაშირთან, კირთან მომუშავე ადამიანებს, აბანოების მეცეცხლურებს. აუსკულტაციის შემოღებამდე დიდი ხნით ადრე შეძლო გულის მოსმენა და მისი ხმაური დაავადებების ნიშნად მიუთითა. დიდ ყურადღება დაუთმო ნერვული სისტემის დაავადებებს: ეპილეფსიას, დამბლას, ტეტანუსს და სხვ. ახსნა თავის ტვინის დაზიანებული ნაწილის საპირისპირო მხარეს დამბლის წარმოქმნის მიზეზი, აღწერა მამოძრავებელი გამტარი გზების ჯვარედინი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიდებულიძე თ., აუსკულტაცია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 9.
  2. Шилинис, Ю. А.. (2020) Аретей. Большая российская энциклопедия – Электронная версия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-04. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2022