არენგა
იერსახე
არენგა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Arenga | ||||||||||||
|
არენგა (Arenga) — ხისებრი პალმების გვარი. ტანადი მცენარეებია (15 მ), აქვთ ფართო ვარჯი და მუქი მწვანე (ქვემოდან მოვერცხლისფრო) ფრთისებრი ფოთლები.
ცნობილია 11 სახეობა. გვხვდება ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაის არქიპელაგზე, ფილიპინების, კაროლინისა და სხვა კუნძულებზე. პრაქტიკულად მნიშვნელობა აქვს შაქრის პალმას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 560.