შინაარსზე გადასვლა

არეთუსა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არეთუსა (ძვ. ბერძნ. Αρεθουσα) — ნერეიდთაგან ერთ-ერთი, ელიდაში მისი თანამოსახელე წყაროების ფერია; მისი კულტი შეერწყა არტემიდესას.[1]

გვიანდელი მითების თანახმად, მდინარის ღმერთ ალფეოსს შეუყვარდა არეთუსა და დევნა დაუწყო. იგი არ ეშვებოდა არეთუსას, ამიტომ ეს უკანასკნელი თავდაცვის მიზნით წყაროდ იქცა; მაგრამ ალფეოსიც მდინარედ გადაიქცა და თანაც ისე, რომ არეთუსას წყალი ჩადიოდა მასში.[1]

მოცემული მითი პენელოპესური წარმოშობისაა და იგი სიცილიაში გაავრცელეს ბერძენმა კოლონიზატორებმა. ხელოვნებაში არეთუსა გამოსახული იყო თევზებით გარშემორტყმული ახალგაზრდა, ლამაზი ქალის სახით. არეთუსას და ალფეოსის მითმა მრავალი კომპოზიტორი და მხატვარი შთააგონა.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი (ქართული). "განათლება", გვ. 43. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არეთუსა“-დან