შინაარსზე გადასვლა

არდა გიულერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არდა გიულარი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
25 თებერვალი, 2005
დაბადების
ადგილი
ალთინდაგი, ანკარა, თურქეთი
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 15
ახალგაზრდული კარიერა
2014–2019 გენჩლერბირლიგი
2019–2021 ფენერბახჩე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2021–2023 ფენერბახჩე 32 (7)
2023– რეალ მადრიდი 10 (6)
სულ 10 (3)
ეროვნული ნაკრები
2021–2022 თურქეთი 17-წლ. 10 (4)
2022– თურქეთი 6 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024

არდა გიულერი (თურქ. Arda Güler; 25 თებერვალი, 2005, ანკარა) — თურქი ფეხბურთელი, ,, მადრიდის რეალის“ და თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.

2014-2019 წლებში თამაშობდა გენჩლერბირლიგის ახალგაზრდულ კლუბში. 2019 წელს შეუერთდა ფენერბახჩეს ახალგაზრდულ კლუბს.

2021 წლის 13 იანვარს მან ხელი მოაწერა 2,5 წლიან კონტრაქტს ფენერბახჩესთან.

ფენერბახჩეს მაისურით U19-სუპერლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და გუნდში 7 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ფენერბახჩემ U19-სუპერლიგაში მე-6 ადგილზე გასვლით პლეი-ოფში თამაშის შანსი მიიღო. არდა გიულერმა მედიპოლ ბაშაქშეხირის U19 გუნდთან მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მატჩი ფენერბახჩეს გამარჯვებით, 6-0 დასრულდა. ქასიმფაშას U19-ის წინააღმდეგ გამართულ მესამე ადგილისთვის მატჩში მან თავისი წვლილი 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით შეიტანა. ფენერბახჩემ ამ მატჩის 5-1 ანგარიშით მოგების შემდეგ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.

მისი დებიუტი ფენერბახჩეს შემადგენლობაში, უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის რაუნდში, HJK Helsinki-ს წინააღმდეგ შედგა.

მან მონაწილეობა მიიღო სუპერლიგის პირველ თამაშში, რომელშიც ლიგის მეორე ტურში გამართული მატჩის 87-ე წუთზე, ანტალიასპორის წინააღმდეგ, შეცვალა კიმ მინ-ჯაე. ამ მატჩში არდამ პირველი საგოლე გადაცემა მიხა ზაიჩის კარში 89-ე წუთზე მიითვალა. მატჩი ანგარიშით 2-0 დასრულდა.

2022 წლის 17 თებერვალს, პრაღის სლავიას წინააღმდეგ გამართულ უეფას ევროპის საკონფერენციო ლიგის პლეი-ოფის მატჩში, 75-ე წუთზე, მიჰა ზაჩი შეცვალეს და გიულერი ფერდი კადიოღლუს 83-ე წუთზე საგოლე გადაცემით დაეხმარა. ფენერბახჩემ მატჩი 3-2 წააგო.

არდა, რომელმაც ლიგის მატჩი ჰატაისპორთან 2022 წლის 20 თებერვალს პირველ თერთმეტეულში დაიწყო, მატჩის მოთამაშედ 86,9 ხმით აირჩიეს ფენერბახჩეს ოფიციალურ Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში. მატჩის შემდეგ არდა FBTV-ზე შეუერთდა გადაცემას თავის თანაგუნდელ ჩაგტაი კურუკალიპთან ერთად.

2022 წლის 13 მარტს, ალანიასპორთან გამართული ლიგის მატჩის 74-ე წუთზე გიულერი მესუთ იოზილის ნაცვლად ჩაერთო თამაშში. არდა გიულერმა ბადე მატჩში ბურთის შეყვანიდან 3 წუთში გაარღვია და ანგარიში 3-2 გახადა. არდამ პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. ამასთან, ამ გოლმა არდა გიულერს ფენერბახჩეს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი ფეხბურთელის წოდება მოუპოვა. მატჩი ფენერბახჩეს გამარჯვებით, 5-2 დასრულდა.

2022 წლის 17 მარტს არდა გიულერმა ფენერბახჩესთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა.

2022 წლის 22 აპრილს ჩაიკურ რიზესპორთან გამართულ მატჩში 45-ე წუთზე ჩაერთო და თამაშის 65-ე წუთზე ენერ ვალენსია საგოლე პასით მოამარაგა.

არდა გიულერმა ერთი სეზონი სუპერლიგასა და U19 სუპერლიგაში ჩაატარა, U19 გუნდში 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. სუპერლიგაში 12 მატჩი ითამაშა, რომლებშიც 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. მან, აგრეთვე, წვლილი შეიტანა თავის გუნდში უეფას 2 ტურნირში 2 საგოლე გადაცემით.

გიულერმა 10-ნომრიანი მაისური ფენერბახჩეს პრეზიდენტის, ალი კოჩისა და ტექნიკური დირექტორის, ხორხე ჟესუსის მიერ 2022 წლის 8 აგვისტოს გამართულ ცერემონიაზე მიიღო.

2022 წლის 15 აგვისტოს, კასიმპაშასთან გამართულ მე-2 კვირის მატჩის 69-ე წუთზე, ენერ ვალენსიას ნაცვლად ჩაერთო თამაშში. ამ მატჩის 86-ე და 92-ე წუთებზე მან 2 გოლი გაიტანა. ფენერბახჩემ მატჩი 6-0 მოიგო.

არდა ნაკრებში პირველად სტეფან კუნცმა შეიყვანა შოტლანდიასთან 2022 წლის 16 ნოემბერს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის.

ის თამაშში 2022 წლის 19 ნოემბერს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩის 68-ე წუთზე ჩაერთო და 17 წლის ასაკში გახდა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

კარიერის სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროფესიონალური კარიერა ეროვნული ლიგა თასი სუპერთასი კონტინენტური ლიგა სულ
სეზონი გუნდი ლიგის დონე
თურქეთის დროშა თურქეთი ლიგა თურქეთის თასი სუპერთასი უეფა სულ
2021-22 წწ ფენერბახჩე სუპერლიგა 12 3 3 2 0 2 14 3 5
სულ 12 3 3 0 0 0 0 0 0 2 0 2 14 3 5
კარიერა სულ 12 3 3 0 0 0 0 0 0 2 0 2 14 3 5

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 19 ნოემბერი, 2023[1]
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
თურქეთი 202210
202331
202420
ჯამში61

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Arda Güler // EU-Football.info