არდამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არდამი - ქართლის პირველი აქემენიდი სატრაპი - ძვ.წ.V საუკუნის ბოლო. დაახლოებით ძვ.წ. 430 წლისთვის აქემენიდურმა ირანმა აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრო და აქ სატრაპთა მმართველობა შემოიღო. სწორედ არდამი იყო იბერიის პირველი სატრაპი, რომელ;იც დაახლ. ძვ.წ. 430-ძვ.წ. 400 წლებში მმართველობდა. მანვე როგორც ჩანს ააშენა ქ.არმაზი და იგი თავის რეზიდენციად აქცია.

ამან არდამ კითხვითა ივერიელთა ერისა საზოგადოებისათა აღაშენა ქალაქი უმეტეს პირველისა (ვინაიდგან ხაზართა მიერ შემუსვრილ იყო იგი, რომელსა პირველ ეწოდა კასპი) ესე იგი კასპიისა ზღვისა კარისა ქალაქსა და დასდვა სახელად დარუბანდ, ვინაიდგან გამოსავალსა მას იწროსა დარუბანდისასა, სადა მიეახლების კავკასია ზღვასა გურგანიისასა და შეიწრდების მუნ გამოსავალი გზისა, მუნ ჰქმნა დიდნი კარნი რკინისანი და დახშნა იგი და დაადგინა მცველნი, ამისთვის უწოდა დარუბანდი და ესე ქმნა ამისთვის, რათა ვერღარა უძლონ გზისა მისგან გამოსვლად ხაზართა.

იტყვიან ამისთვის, ვიტარმედ ამან არდამ შემოზღუდა პირველად ქვით-კირითა ქალაქი მცხეთაი და შთამოზღუდა არმაზით ვიდრე მტკვრადმდე მთაი იგი, რომელსა ჯერეთ მას ჟამსა მთა ქართლოსისა ეწოდა[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 75