არდადეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არდადეგი — მზის წლიურ მოქცევაზე დამყარებული ძველი ქართული წარმართული კალენდრის თვე (დაახლოებით 20 ივლისი - 20 აგვისტო). ზოდიაქური ქრონოლიგიის თანახმად, რომელიც საფუძვლად უდევს ქართულ წარმართულ კალენდარს. არდადეგის დროს მზე ზოდიაქოს ლომის ნიშანზე დგას („მზე რა ლომში შევა, გასვლამდის არდადეგი არს“, სულხან-საბა ორბელიანი). ქართლის ზოგიერთ ადგილას არდადეგი ეწოდება ივლისის ბოლო სამ და აგვისტოს პირველ სამ დღეს. ეს დრო ჩვეულებრივ დიდ სიცხეებს ემთხვევა, ამიტომ, ხალხური რწმენით, ვენახში შესვლა და მორწყვა არ შეიძლებოდა. ლომის ზოდიაქო, რომლის რკალშიც მზე იმყოფება, არდადეგის თვეში, ძველი ასტრონომიული წარმოდგენის თანახმად, „ცეცხლის სახლად“ ითვლებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაკალათია მ., ქსე, ტ. 1, გვ. 558, თბ., 1975