შინაარსზე გადასვლა

არგუმენტი ავტორიტეტიდან

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არგუმენტი ავტორიტეტიდან[]არგუმენტის ფორმა, რომელშიც ავტორიტეტული ფიგურის (ან ფიგურების) აზრი, რომელსაც აკლია შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიყენება არგუმენტის გასამყარებლად.[1]

არგუმენტი ავტორიტეტიდან არის არაფორმალური შეცდომა,[2] და ამ გზით ცოდნის მიღება მცდარია.[3][4]

გავრცელებული კოგნიტური მიკერძოებაა ის, რომ ეს არის ცოდნის მიღების პრაქტიკული და მყარი გზა, რომელსაც ზოგი სწორად მიიჩნევს, როდესაც ავტორიტეტი საყოველთაოდ აღიარებულია, თუმცა ზოგი ამას აშკარა წრიულ მსჯელობად და ავტორიტეტზე აპელირების გამეორებად თვლის[1][5][6][7][8][9][10] სხვები კი მას ძალიან სუსტ გაუქმებად არგუმენტად ან პირდაპირ შეცდომად მიიჩნევენ.[2][11][12][13] ის ფაქტი, რომ ავტორიტეტი შეიძლება ცდებოდეს ან გადაწყვიტოს ტყუილის თქმა, ნიშნავს, რომ ავტორიტეტზე ნებისმიერი აპელირება მაინც უნდა დადასტურდეს მტკიცებულებების ვალიდური ლოგიკური დედუქციით.[14][15][16]

ეს არგუმენტი გენეტიკური შეცდომის ფორმაა; რომელშიც დებულების ვალიდურობის შესახებ დასკვნა გამართლებულია მოსაუბრის მახასიათებლებზე აპელირებით, როგორც ეს ხდება ad hominem შეცდომის შემთხვევაში.[17] ამ არგუმენტისთვის ლოკმა შემოიღო ტერმინი argumentum ad verecundiam (დარცხვენილებადობაზე/თავმდაბლობაზე აპელირება), რადგან ის მიმართავს დამცირების შიშს კონკრეტული ავტორიტეტისადმი უპატივცემულობის გამოხატვის გამო.[18]

ლოგიკურ შეცდომად კვალიფიკაცია გულისხმობს, რომ ეს არგუმენტი დედუქციური მეთოდის გამოყენებისას არავალიდურია და, შესაბამისად, არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც უცდომელი.[19] სხვა სიტყვებით, ლოგიკურად არავალიდურია იმის მტკიცება, რომ დებულება ჭეშმარიტია მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ავტორიტეტმა თქვა. ახსნა ასეთია: ავტორიტეტები შეიძლება ცდებოდნენ, და დებულების ლოგიკურად დამტკიცების ერთადერთი გზაა რეალური მტკიცებულებების ან მტკიცებულებებიდან დებულების ვალიდური ლოგიკური დედუქციის წარმოდგენა.[14][15][16]

ინდუქციური მეთოდით გამოყენებისას, რაც გულისხმობს, რომ დასკვნების უტყუარად დამტკიცება შეუძლებელია,[19] ეს არგუმენტი შეიძლება ჩაითვალოს ინდუქციურ არგუმენტად. ამ ტიპის არგუმენტის ზოგადი ფორმაა:

პიროვნება(ები) A ამტკიცებს, რომ X ჭეშმარიტია.
პიროვნება(ები) A არის ექსპერტი X-თან დაკავშირებულ სფეროში.
შესაბამისად, X უნდა დავიჯეროთ.[20]

ინდუქციურად ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დამაჯერებელი ფორმით, თუ დისკუსიის ყველა მხარე თანხმდება მოყვანილი ავტორიტეტის სანდოობაზე მოცემულ კონტექსტში.[21]

დაკავშირებული ლოგიკური შეცდომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე მცდარი ad hominem არგუმენტია იმის მტკიცება, რომ პიროვნებას, რომელიც დებულებებს წარმოადგენს, აკლია ავტორიტეტი და, შესაბამისად, მისი არგუმენტები საგულისხმო არ არის.[17] სხვა მონათესავე მცდარი არგუმენტები ვარაუდობენ, რომ სტატუსის ან ავტორიტეტის არმქონე პირი თავისთავად სანდოა. მაგალითად, სიღარიბეზე აპელირება არის შეცდომა, როდესაც ფიქრობენ, რომ ვინმე უფრო მართალია იმიტომ, რომ ღარიბია.[22] როდესაც არგუმენტი ამტკიცებს, რომ დასკვნა სავარაუდოდ ჭეშმარიტია სწორედ იმიტომ, რომ მას, ვინც მას ამტკიცებს ან წარმოადგენს, ავტორიტეტი აკლია, ეს არის „აპელირება უბრალო ადამიანზე“.[23]

გამოყენება მეცნიერებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერული ცოდნა საუკეთესოდ მყარდება მტკიცებულებებითა და ექსპერიმენტებით, და არა ავტორიტეტზე დაფუძნებული არგუმენტაციით[14][15][16], რადგან ავტორიტეტს ადგილი არ აქვს მეცნიერებაში.[15][24][25] კარლ სეიგანი წერდა ავტორიტეტზე აპელირების შესახებ: „მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი მცნებაა: „არ ენდო ავტორიტეტზე დაფუძნებულ არგუმენტებს“. ... ძალიან ბევრი ასეთი არგუმენტი მტკივნეულად მცდარი აღმოჩნდა. ავტორიტეტებმა თავიანთი მტკიცებები ისევე უნდა დაამტკიცონ, როგორც ყველამ“.[26]

მეცნიერებაში ავტორიტეტზე აპელირების გამოყენების ერთი მაგალითი 1923 წლით თარიღდება,[27] როდესაც წამყვანმა ამერიკელმა ზოოლოგმა თეოფილუს პეინტერმა, მის მიერ გაკეთებულ მწირ მონაცემებსა და ურთიერთსაწინააღმდეგო დაკვირვებებზე დაყრდნობით,[28][29] განაცხადა, რომ ადამიანებს 24 წყვილი ქრომოსომა ჰქონდათ. 1920-იანი წლებიდან 1956 წლამდე,[30] მეცნიერები ამ „ფაქტს“ პეინტერის ავტორიტეტზე დაყრდნობით ავრცელებდნენ,[31][32][29] მიუხედავად შემდგომი დათვლებისა, რომლებიც სწორ რიცხვს — 23-ს აჩვენებდა.[28][33] სახელმძღვანელოებიც კი,[28] რომლებშიც 23 წყვილის ამსახველი ფოტოები იყო, არასწორად აცხადებდნენ, რომ რიცხვი 24 იყო,[33] იმ დროინდელი კონსენსუსის — 24 წყვილის — ავტორიტეტზე დაყრდნობით.[34]

ამ ერთი შეხედვით დადგენილმა რიცხვმა მკვლევრებში დადასტურების მიკერძოება წარმოშვა, და „ციტოლოგთა უმრავლესობა, რომელიც პეინტერის რიცხვის აღმოჩენას ელოდა, ფაქტობრივად ყოველთვის პოულობდა მას“.[34] პეინტერის „გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ბევრი მეცნიერი ამჯობინებდა მისი დათვლილი რიცხვის დაჯერებას რეალურ მტკიცებულებებზე მეტად“,[33] და მეცნიერები, რომლებმაც ზუსტი რიცხვი მიიღეს, ცვლიდნენ[35] ან უგულებელყოფდნენ[36] თავიანთ მონაცემებს, რათა პეინტერის რიცხვთან შესაბამისობაში მოეყვანათ.

ფესვები კოგნიტურ მიკერძოებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტორიტეტზე დაფუძნებული არგუმენტები, რომლებიც ემყარება იდეას, რომ ადამიანი უნდა დაემორჩილოს აღქმული ავტორიტეტის ან ავტორიტეტული ჯგუფის აზრს, ფესვგადგმულია ფსიქოლოგიურ კოგნიტურ მიკერძოებებში[37] როგორიცაა აშის ეფექტი.[38][39][40] აშის კონფორმულობის ექსპერიმენტების განმეორებით და მოდიფიცირებულ შემთხვევებში დადგინდა, რომ მაღალი სტატუსის მქონე ინდივიდები ზრდიან იმის ალბათობას, რომ სუბიექტი დაეთანხმოს აშკარად მცდარ დასკვნას, მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტს ჩვეულებრივ ნათლად შეუძლია დაინახოს, რომ პასუხი არასწორია.[41]

გარდა ამისა, ნაჩვენებია, რომ ადამიანები განიცდიან ძლიერ ემოციურ წნეხს, რათა დაემორჩილონ ავტორიტეტებსა და უმრავლესობის პოზიციებს. სხვა მკვლევართა ჯგუფის მიერ ექსპერიმენტების გამეორებამ აჩვენა, რომ „მონაწილეები ჯგუფური წნეხის ქვეშ მნიშვნელოვან დისტრესს განიცდიდნენ“, 59% სულ მცირე ერთხელ მაინც დაემორჩილა და დაეთანხმა აშკარად არასწორ პასუხს, მაშინ როდესაც არასწორი პასუხი გაცილებით იშვიათად გაიცემოდა, როდესაც ასეთი წნეხი არ არსებობდა.[42]

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ნათელს ჰფენს შეცდომის ფსიქოლოგიურ საფუძველს აღქმულ ავტორიტეტებთან მიმართებით, არის მილგრემის ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანები უფრო მეტად ემორჩილებიან რაღაცას, როდესაც ის ავტორიტეტის მიერაა წარმოდგენილი.[43] კვლევის ვარიაციაში, სადაც მკვლევრებს არ ეცვათ ლაბორატორიული ხალათები, რითაც მცირდებოდა დავალების მიმცემის აღქმული ავტორიტეტი, მორჩილების დონე 20%-მდე დაეცა საწყისი მაჩვენებლიდან, რომელიც 50%-ზე მაღალი იყო. მორჩილება წახალისებულია ინდივიდისთვის იმის შეხსენებით, რასაც აღქმული ავტორიტეტი აცხადებს, და იმის ჩვენებით, რომ მათი აზრი ამ ავტორიტეტს ეწინააღმდეგება.[43]

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გარკვეულ გარემოებებს შეუძლია შექმნას იდეალური სიტუაცია ამ პროცესების გასაძლიერებლად, რაც იწვევს ჯგუფური აზროვნებას.[44] ჯგუფური აზროვნებისას, ჯგუფის წევრები მიდრეკილნი არიან კონფლიქტის მინიმიზაციისა და კონფორმიზმის წახალისებისკენ. ავტორიტეტზე აპელირების გზით, ჯგუფის წევრმა შეიძლება ეს აზრი წარმოადგინოს როგორც კონსენსუსი და წაახალისოს ჯგუფის სხვა წევრები ჩაერთონ ჯგუფურ აზროვნებაში ამ აღქმულ კონსენსუსთან ან ავტორიტეტთან შეუთანხმებლობის გზით.[45][46] მათემატიკის ფილოსოფიის შესახებ ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ აკადემიაში,

თუ... ადამიანი იღებს ჩვენს დისციპლინას და გადის ორ-სამ წლიან სამაგისტრო სწავლებას მათემატიკაში, ის ითვისებს ჩვენს აზროვნების წესს და აღარ არის ის კრიტიკული უცხო, როგორიც ადრე იყო... თუ სტუდენტი ვერ ითვისებს ჩვენს აზროვნების წესს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვჭრით მას. თუ ის გაივლის ჩვენს დაბრკოლებათა კურსს და შემდეგ გადაწყვეტს, რომ ჩვენი არგუმენტები გაუგებარი ან არასწორია, ჩვენ მას ვთვლით ექსცენტრიკოსად, შეშლილად ან უადგილო პიროვნებად.[47]

კორპორატიული გარემოები ანალოგიურად მოწყვლადია აღქმულ ავტორიტეტებსა და ექსპერტებზე აპელირების მიმართ, რაც იწვევს ჯგუფურ აზროვნებას,[48] ისევე როგორც მთავრობები და სამხედრო სტრუქტურები.[49]

  1. ლათ. argumentum ab auctoritate. ასევე ავტორიტეტზე აპელირება (appeal to authority), ან argumentum ad verecundiam.
  1. 1 2 Fallacies. University of North Carolina at Chapel Hill.
  2. 1 2 Sadler, Troy (2006). „Promoting Discourse and Argumentation in Science Teacher Education“. Journal of Science Teacher Education. 17 (4): 330. doi:10.1007/s10972-006-9025-4. S2CID 144949172.
  3. Cummings, Louise (2015) „Argument from Authority“, Reasoning and Public Health: New Ways of Coping with Uncertainty. Springer, გვ. 67–92. DOI:10.1007/978-3-319-15013-0_4. ISBN 9783319150130. „The argument from authority has had many detractors throughout the long history of logic. It is not difficult to see why this is the case. After all, the argument resorts to the use of opinion to support a claim rather than a range of more objective sources of support (e.g. evidence from experiments, observations, or measurements)...These difficulties and other weaknesses of authority arguments have found these arguments maligned in the logical treatises of several historical thinkers...'argument from authority has been mentioned in lists of valid argument-forms as often as in lists of Fallacies'“ 
  4. Underwood, R.H. (1994). „Logic and the Common law Trial“. American Journal of Trial Advocacy: 166.
  5. Lewiński, Marcin (2008). „Comments on 'Black box arguments'. Argumentation. 22 (3): 447–451. doi:10.1007/s10503-008-9095-x.
  6. Eemeren, Frans (2010) Strategic Maneuvering in Argumentative Discourse: Extending the Pragma-dialectical Theory of Argumentation. John Benjamins, გვ. 203. ISBN 978-9027211194. 
  7. Appeal to Authority. Association for Critical Thinking. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-01. ციტირების თარიღი: 2017-08-10
  8. Salmon, Merrilee H. (2013). Introduction to logic and critical thinking, 6th, Boston: Wadsworth, გვ. 118–121. ISBN 9781133049753. OCLC 805951311. 
  9. Bedau, Mark (2009). The ethics of protocells. Boston, Massachusetts; London, England: Mit Press, გვ. 341. ISBN 978-0-262-01262-1. 
  10. Goodwin, Jean; McKerrow, Raymie (2011). „Accounting for the force of the appeal to authority“. OSSA Conference Archive.
  11. Carroll, Robert. Appeal to Authority.
  12. Woodward, Ian. Ignorance is Contagious. University of Tasmania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-04. ციტირების თარიღი: 2017-08-10
  13. „The Rival Theories of Cholera“. Medical Press and Circular. 90: 28. 1885.
  14. 1 2 3 McBride, Michael. Retrospective Scientific Evaluation. Yale University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-24. ციტირების თარიღი: 2017-08-10
  15. 1 2 3 4 Zinser, Otto (1984) Basic Principles of Experimental Psychology. McGraw-Hill, გვ. 37. ISBN 9780070728455. 
  16. 1 2 3 Stephen, Leslie (1882) The Science of Ethics. G. P. Putnam's sons, გვ. viii. 
  17. 1 2 Williamson, Owen. Master List of Logical Fallacies. The University of Texas at El Paso.
  18. Goodwin, Jean (May 1998). „Forms of Authority and the Real Ad Verecundiam“. Argumentation. 12 (2): 267–280. doi:10.1023/A:1007756117287 წარმოდგენილია Springer Science+Business Media-ის მიერ.
  19. 1 2 Garrett, Aaron (2014) The Routledge Companion to Eighteenth Century Philosophy. Routledge, გვ. 280. ISBN 9781317807926. „"demonstrations proceed deductively while probable reasoning involves inductive inferences."“ 
  20. Curtis, Gary N.. Misleading Appeal to Authority. ციტირების თარიღი: 2021-07-08
  21. Fallacies. University of North Carolina at Chapel Hill.
  22. Ruggiero, Tim. Logical Fallacies.
  23. Bennett, Bo. Appeal to the Common Man.
  24. Stevenson, I. (1990) Some of My Journeys in Medicine. The University of Southwestern Louisiana, გვ. 18. 
  25. Quick, James Campbell; Little, Laura M.; Cooper, Cary L.; Gibbs, Philip C.; Nelson, Debra (2010). „Organizational Behavior“. International Review of Industrial and Organizational Psychology: 278.
  26. Sagan, Carl (July 6, 2011) The Demon-Haunted World: Science as a Candle in the Dark. Ballantine Books. ISBN 9780307801043. 
  27. Painter, Theophilus S. (April 1923), "Studies in mammalian spermatogenesis. II. The spermatogenesis of man", Journal of Experimental Zoology 37 (3): 291–336,
  28. 1 2 3 Glass, Bentley (1990) Theophilus Shickel Painter. Washington, DC: National Academy of Sciences, გვ. 316–17. 
  29. 1 2 Mertens, Thomas (October 1979). „The Role of Factual Knowledge in Biology Teaching“. The American Biology Teacher. 41 (7): 395–419. doi:10.2307/4446671. JSTOR 4446671.
  30. Tjio, Joe Hin; Levan, Albert (May 1956), "The Chromosome Number of Man", Hereditas 42 (1–2): 723–4, , PMID 345813
  31. O'Connor, Clare (2008), Human Chromosome Number, Nature, http://www.nature.com/scitable/topicpage/Human-Chromosome-Number-294. წაკითხვის თარიღი: April 24, 2014
  32. Gartler, Stanley (2006). „The Chromosome Number in Humans: A Brief History“. Nature Reviews Genetics. 7 (8): 655–60. doi:10.1038/nrg1917. PMID 16847465. S2CID 21365693.
  33. 1 2 3 Orrell, David PhD. (2008) The Future of Everything: The Science of Prediction, გვ. 184–85. 
  34. 1 2 Kevles, Daniel J. (1985). „Human Chromosomes--Down's Disorder and the Binder's Mistakes“ (PDF). Engineering and Science: 9.
  35. T. C., Hsu (1979). „Out of the Dark Ages: Human and Mammalian Cytogenetics: An Historical Perspective“ (PDF). Cell. 18 (4): 1375–1376. doi:10.1016/0092-8674(79)90249-6. S2CID 54330665.
  36. Unger, Lawrence; Blystone, Robert (1996). „Paradigm Lost: The Human Chromosome Story“ (PDF). Bioscene. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2006-09-05. ციტირების თარიღი: 2016-03-24.
  37. Sammut, Gordon; Bauer, Martin W (2011) „Social Influence: Modes and Modalities“, The Social Psychology of Communication, გვ. 87–106. DOI:10.1057/9780230297616_5. ISBN 978-0-230-24736-9. 
  38. Delameter, Andrew (2017). „Contrasting Scientific & Non-Scientific Approaches to Acquiring Knowledge“. City University of New York.
  39. Sheldon, Brian; Macdonald, Geraldine (2010) A Textbook of Social Work. Routledge, გვ. 40. ISBN 9781135282615. 
  40. Bates, Jordan. 12 Psychological Tactics Donald Trump Uses to Manipulate the Masses (16 March 2016).
  41. McLeod, Samuel (2008), Asch Experiment, Simply Psychology, http://www.simplypsychology.org/asch-conformity.html
  42. Webley, Paul, A partial and non-evaluative history of the Asch effect, University of Exeter, http://people.exeter.ac.uk/PWebley/psy1002/asch.html
  43. 1 2 Milgram, S (1965). „Some conditions of obedience and disobedience to authority“. Human Relations. 18 (1): 57–76. doi:10.1177/001872676501800105. S2CID 37505499.
  44. December 2014 – Page 2 (22 December 2014).
  45. Definition of GROUPTHINK. (2017). Merriam-webster.com. Retrieved from https://www.merriam-webster.com/dictionary/groupthink
  46. Rossi, Stacey (2006). Examination of Exclusion Rates in Massachusetts Public Schools.
  47. David, Phillip J.; Hersh, Reuben (1998) New Directions in the Philosophy of Mathematics. პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 8.  დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
  48. Lookwin, B. (2015). Biopharma Training. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-12. ციტირების თარიღი: 2017-09-12
  49. Janis, Irving L. (1971). „Groupthink“ (PDF). Psychology Today.