არგონავტი (ლათ.Argonauta) — რვაფეხების გვარი. მდედრის სხეულის სიგრძე 10 სმ-მდეა, მამრის - 2 სმ-მდე. ერთადერთი ორლაყუჩიანითავფეხიანი მოლუსკია, რომელსაც გარეგანი ერთკამერიანი ნიჟარა აქვს. ნიჟარის სიგრძე 30 სმ-მდეა, აქვთ მხოლოდ მდედრებს. ყალიბდება ორი სპეციალიზებული საცეცის ბოლოში არსებული განსაკუთრებული ლაპოტების დახმარებით, რომლებიც გამოყოფენ მისი წარმოქმნისათვის საჭირო ნივთიერებებს. ნიჟარა არა მხოლოდ იცავს მდედრის სხეულს, არამედ კვერცხების გამოსაყვან კამერასაც წარმოადგენს. განაყოფიერება შინაგანია, მამრი ასრულებს სახეცვლილი, სპერმატოზოიდებით სავსე საცევით (ჰექტოკოტილი), რომელიც სცილდება სხეულს და დამოუკიდებლად აღწევს მდედრის მანტიის ღრუში. უამრავი (ათობით ათასი) კვერცხი ვითარდება ნიჟარაში. სხვა თავფეხიანი მოლუსკებისგან განსხვავებით, არგონავტები მთელი ცხოვრების განმავლობაში მრავალჯერ მრავლდებიან. ცნობილია დაახლოებით 7 სახეობა, რომლებიც ბინადრობენ სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზღვებში. ცხოვრობენ წყლის სიღრმეში. ძირითადად იკვებებიან მოლუსკებით. ღამე მდედრი არგონავტები ადიან წყლის ზედაპირზე და დრეიფობენ, ხშირად ქმნიან რამდენიმე ინდივიდისგან შემდგარ ჯაჭვებს.[1]